ერთი ხე
39, Tbilisi, Gruzja

ზამთარი ისე უმტკივნეულოდ და სწრაფად გაილია, არც მწყდება გული რომ ვერ მომაბეზრა თავი. მზე ცისფერ ცაზე უფრო და უფრო ცხელდება და მონატრებულ სითბოს ფანჯრის მინებში ჯიუტად ატარებს, მე ნაავადმყოფარი და დასუსტებული ჩუმად ვეპარები სუფთა ჰაერს და ჩემგან შეუმჩნევლად ქვიშის საათივით კვლავ ვივსები ახალი მიზნებით და სურვილებით. უცნაურია, ისე სწრაფად მივივიწყე ყველა ოცნება როცა ცუდად ვიყავი, ერთი ოცნების გარდა, კარგად ვყოფილიყავი... ეს მინდოდა მხოლოდ და ახლა ჯერ კიდევ დასუსტებული უკვე ცარიელი კედლებს ვაწყდები, როგორც ჰაერით ავსებული ბუშტი, რომელიც ღია ფანჯარას ეძებს რომ გასხლტეს სახლიდან და მაღლა აიჭრას... თუმცა მაღლა აფრენა ჯერ ნაკლებად მინდა, მირჩევნია ამწვანებულ ბილიკებს დავადგე და მინდვრისაკენ გავუყვე გზას, ერთადერთი ხის ძირას ჩამოვჯდე და მოჭუტული თვალებით გაზაფხულშეპარულ არე-მარეს ვუცქირო. ნიავი დამინდობს და არ იქნება ცივი, ცელქობით ჩამოურბენს მინდორს და საოცარ სურნელს მომიტანს, ამით მახარებს რომ მარტი მოვიდა და ცივი დეპრესია დასრულდა...
მე ვიქნები ბედნიერი, მიუხედავად იმისა რომ გარშემო ბევრი ისევ ერთნაირია, მიუხედავად იმისა რომ ახალი ადამიანების გაცნობამ ჯერ კიდევ ვერ გამაოცა და მიხედავად იმისა რომ ოდნავ გაცრუებული იმედი ხშირად არის ჩემი თანამგზავრი... რეალობა მუდამ ასეთია, ოდნავ ლამაზი, ოდნავ მწარე და ოდნავ ბანალური... თუმცა რომ არ უნდა გავექცეთ მას, ესეც კარგად ვიცი, და ამიტომაც მყარად ვრჩები დედამიწაზე, ერთადერთი ხის ძირას ჩამომჯდარი, რომელზეც ჩემი წარმოსახვით დიდი ასოებით აწერია "იმედი"...



Liczba odwiedzin: 29
 
Komentarze
aMIRZAde 29.06.2014

ცოტაც და იმ ერთადერთ ხესთან, კიდევ ვიღაც ჩამოჯდება...

sherlok-holms sherlok-holms 29.06.2014

yvelas chesavit ki ar uyvars bodiali, ar mgonia... :)))

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut