ირაკლი ჩარკვიანი-ინტერვიუ
27, Kutaisi, Gruzja

მიყვარს - მუსიკა;
ვოცნებობ - მშვიდობაზე;
მძულს - ტყუილი;
ვნანობ - არაფერს;
კმაყოფილი ვარ - მუსიკით;
მენატრება - ცა;
მსურს - ბევრი რამ;
მაღიზიანებს - ბევრი რამ - ჟურნალისტების დაბალი კომპეტენცია;
ვგრძნობ - ყველაფერს;
მეშინია - არაფრის;
ვმეგობრობ - ყველასთან;
ვაპატიობ - თითქმის ყველაფერს - მართალ შემოქმედს ყველაფერს.
ვტირი - თითქმის არასოდეს;
ვიცინი - ყოველდღიურობაზე;
ვეძებ-სიმყუდროვეს;
ღირსი ვარ-ვიყო ის, რაც ვარ;
ვჩხუბობ კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება;
ვკარგავ-დროს;
მშურს - არაფრის;
ვემალები - ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ;
ვემტერები - თაღლითებს;
მაინტერესებს-ყველაფერი;
არ მაინტერესებს - უნიჭო შემოქმედება;
მახსოვს - დაბადების პირველი 2 წელი;
მრცხვენია - არაფრის, უსირცხვილო ვარ;
უარვყოფ - მარქსიზმს;
ვინახავ - ფულს ბანკში;
მწამს - მუსიკის;
მიხარია - ის, რომ მამა ვარ;
მიკვირს - ყველაფერი ახალი;
ვჭორაობ - პოლიტიკაზე;
ვდარდობ - იშვიათად;
ვამაყობ - საკუთარი სიმღერებით;
ვაკეთებ - საკუთარ სიმღერებს;
ვეფერები - საკუთარ შვილს და ცხოველებს;
მსიამოვნებს - ოჯახური სიმყუდროვე;
მესიზმრება - გამთლიანებული საქართველო;
ვეხმარები - შეძლებისდაგვარად ყველას;
ვეწევი - სიგარეტ "კენტს";
მწყინს - როცა მატყუებენ;
ვხარჯავ - ენერგიას;
ვღალატობ - ხანდახან პრინციპებს;
ვკამათობ - გემოვნებაზე;
ვუხეშობ - საკუთარ ძაღლთან;
ვუსმენ - მოცარტს;
ვყოყმანობ - იშვიათად;
ვკითხულობ - წიგნებს ცხოველებზე;
ვუყურებ - კომპიუტერის მონიტორს;
ვამზადებ - ყავას;
ვკლავ - არავის;
ვაფუჭებ - არაფერს;
ვცხოვრობ - მშვიდად;
ვცემ - არავის;
ვყვირი - არასოდეს;
ვმღერი - ყოველთვის;
ვასრულებ - საკუთარ სიმღერებს;
დავდივარ - ძაღლის გასასეირნებლად;
ვმკურნალობ - მოჭარბებულ ემოციებს;
ვერიდები-ალკოჰოლურ სასმელებს;
ვთამაშობ - კომპიუტერულ თამაშებს;
ვიტყუები - არასდროს;
ვეთაყვანები - დიდ კომპოზიტორებს;
ვგიჟდები - საკუთარ შვილებზე- 18 წლის მაქსიმეზე და პატარა ნანაზე;
"ვკაიფობ" - ყველაფერზე;
ვიზიდავ - ყველას;
ვალამაზებ - ყველაფერს

Liczba odwiedzin: 9
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut