ვიცი წახვალ
39, Tbilisi, Gruzja

ვიცი წახვალ დამტოვებ მალე
სევდიანს,მტირალს,ძლიერ მწუხარეს...
შორით იქნები ჩემგან წასული
მე გულს მომიკლავს ჩვენი წარსული.
წარსულის ფიქრით ვიცხორებ ქვეყნად,
დაველოდები შენს მობრუნებას..
ვინ იცის საით,როგორ,რას ფიქრობ?!
ვინ გენატრება და ვინ არც გახსოვს..
მაგრამ სევდიან მოგონებებში,
გულჩათხრობილი როცა იქნები,
როცა სამყაროს შენად აღარ თვლი,
ვინ იცის იქნებ მოგაგონდები,
მოგაგონდება წარსული შენი
მოგაგონდება ნუ დაღონდები ;
შენ მე არასდროს დამაიწყდები
შენ ხარ უცვლელი და ერთადერთი!
თვალცრემლიანი, სევდამორევით
მე გავიხსენებ შენს ყოველ ნაბიჯს
გამახსენდები კითხვა გაჩნდება
როდის ბრუნდები არ გენატრები?
მაგრამ ვიცი რომ შენ ამას ვერ იგებ
და სევდიანი დაგელოდები
დაველოდები შენს დაბრუნებას
ვინ იცის იქნებ..არც დაბრუნდები ....

Liczba odwiedzin: 2
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut