sad xar bednierebav??
35, Tbilisi, Gruzja

ერთი ლექტორი გვყავდა - რიჩარდ მეგრელიშვილი, უსაყვარლესი და უკეთილშობილესი ადამიანი. ერთხელ ასეთი რამ გვითხრა : ”ადანიანი ორ რამეში არ უნდა შეცდეს - პირველი პროფესისას, რომ ირჩევს, და მეორე - მეუღლეს”-ო. იური ნიკულინისთვის უკითხავთ ”თქვენი აზრით რა არის ბედნიერება?”-ო, ნიკულინს, მარტივი და გენიალური პასუხი მიუცია : ” როდესაც სამსახურში მიდიხარ და გიხარია და სამსახურიდან შინ ბრუნდები და ეგეც გიხარია, ”-ო. კარიერა და ოჯახი, მთავარი როლის შემსრულებლები ”ფილმში” - ”ჩვენი ბედნიერება”. თუ სამსახურიდან გამოსულს, იმის განცდა არ გახარებს, რომ შენს უსაყვარლეს ადამიანებს ნახავ (დედას, მამას, დედმამიშვილს, მეუღლეს, შვილს..), თუ არ იცი, რომ ვიღაც გელოდება მიუხედავად იმისა, თუ რა დროს დაბრუნდები,თუ სახლში მისულს თბილი და მყუდრო გარემო არ გხვდება, ალბათ ძნელია მუშაობაც და საერთოდ-ცხოვრებაც. ანალოგიური სიტუაციაა სამსახურთან მიმართებაშიც, ჯოჯოხეთია, საშინელებაა, როდესაც იმ საქმეს აკეთებ, რომელიც არ გიყვარს და უფრო უარესია თუ ისეთ ხალხთან ერთად გიწევს ყოფნა ვისიც არ გესმის, ვინც შენიანად არ ითვლება ან შენ არ ითვლები მისიანად..ვიღაც თუ არ დგას შენს გვერდით, ვიღაც თუ არ გეიმედება (ან პირიქით) ისე ძნელია საქმის კეთება. სათქმელად მარტივია, მაგრამ რეალურად ალბათ რთულია სწორი არჩევანის გაკეთება..(პროფესიასაც ეხება და მეუღლესაც...) განათლების სისტემა და სახელმწიფო სტრუქტურა ისეა მოწყობილი , ადამიანი პროფესიის არჩევანის წინაშე ისეთ ასაკში დგება,რომ პროფესია კიარა საერთოდ არ იცის რა უნდა, უფრო სწორად ჰგონია, რომ იცის სინამდვილეში კი ... ალბათ ამიტომაცაა ამდენი მომღერალი ექიმი, ქიმიკოსი პოეტი, მექანიკოსი მსახიობი, სცენარისტი მბურღავი და ა.შ (კიბატონო, შეიძლება კარგი მბურღავიც იყო და კარგი მომღერალიც ერთდროულად მაგრამ შენი სიმღერით რომ ბურღავ...ტვინს ეგაა ცოტა უხერხული:) ასეა თუ ისე ალბათ უმჯობესია ისევ თავად, კონკრეტულმა პიროვნებამ მიიღოს გადაწყვეტილება, უთხრას თავის თავს ” რა მინდა?” ადრე თუ გვიან ყველას ებადება კითხვა : ”ვინ ვარ , რას წარმოვადგენ? ” მე პირადად მქონია შემთცვევა როდესაც მეეზოვისა შემშურებია - მას ფუნქცია ჰქონდა, რაღაც გაფუჭდებოდა თუ ის სამსახურში არ მივიდოდა, მე კი ექვსი თვე ისე გავატარე, ჭამა , ძილი , ე.წ ”შარაფი” და შიგადაშიგ ფეხბურთის თამაში იყო ჩემი ”მოვალეობა”, დიდხანს ასე ცხცხოვრება შეუძლებელია, სიცოცხლის ასეთ სტილს აუცილებლად მოჰყვება დეპრესია და სხვა ათასგვარი არასასურველი რამ. თუ ვიღაცას რაღაცაში არ ჭირდები ,თუ შენი ამ ქვეყნიდან გაქრობით არავის არაფერი დააკლდება, მაშინ რა აზრი აქვს შენს არსებობას? სხვა თუ არაფერი რამხელა ბედნიერებაა , როდესაც პირველი ხელფასით დედას ან შეყვარებულს (ან ორივეს ერთად) თაიგულს უყიდი, ის თაიგული სხვანაირად შენია,ის თაიგული შეიძლება სულ უბრალო იყოს, მაგრამ ნასესხები, ან "მამიკოსთვის" გამორთმეული ფულით ნაყიდ ვარდების უზარმაზარ შეკვრაზე ძვირფასი იქნება დედისთვისაც და შეყვარებულისთვისაც.. მემგონი მივედით სიყვარულთანაც :) რაც შეეხება მეუღლის არჩევას,( ”არჩევა” ცოტა უხეში ნათქვამია) ჩემი აზრით აქ მხოლოდ და მხოლოდ პიროვნებას, ინდივიდს ეკისრება პასუხისმგებლობა, (მაჭანკლობის არ მჯერა, ნამდვილად არსებობს კონკრეტული მაგალითები მაშვლობის ეფექტურობისა მაგრამ მაინც..) ამ ადამიანთან ერთად უნდა გავატარო მთელი ჩემი ცხოვრება. ეს ქალი იქნება ჩემი შვილების დედა. ამ გოგონას ბედნიერებით ვიქნები ბედნიერი. ამ გოგონას სევდა დამადარდიანებს ამ ქალის კოცნა გამაღვიძებს დილას, თუ ჩამეძინება და სამსახურში წასვლა შემაგვიანდება. ეს ქალი იქნება ის ვისაც ყოველ დილას, ყოველ საღამოს ან უფრო ხშირადაც ვეტყვი:"შენს გარეშე სიცოცხლე არაფეია" . მასთან ერთად შემისრულდება ორმოცდაათი, სამოცი, სამოცდაათი და რამდენსაც ღმერთი ინებებს იმდენი წელი. ეს ქალი იქნება ჩემი სისხლის და ხორცის - ჩემი შვილიშვილების ბებია. ეს ქალი იქნება ვინც მათქმევინებს: ”მე სიბერის არ მეშინია”. და ბოლოს - ეს ქალი იქნება ვის კალთაშიც დავლევ სულს თუ მე უფრო ადრე წავედი ამ ქვეყნიდან, ეს ქალი იქნება ვისაც უნაზეს კოცნასა და ერთ ცრემლში ჩატეულ ბედნიერ წარსულს ვუსაგზლებ საიქიოსკენ მიმავალ გზაზე, თუ ის წავა ჩემზე ადრე. (ძალიან სენტიმენტალურად მეჩვენება მეც, თქვენი არ იყოს, მაგრამ ცას ვინ გამოკერებია? ) თუ ამ ყველაფერზე არ ფიქრობ , ეს ყველაფერი არ გაგიცნობიერებია, მაგრამ მიუხედავად ამისა გოგონას ”ცოლად გამომყევი”-ს ეუბნები , სავარაუდოა, რომ ადგილი აქვს შემდეგი ორი ფაქტიდან ერთ-ერთს : 1) 16 წლის ხარ და გგონია, რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს იქნები მისით გატაცებული, მერე კი სამწუხაროდ აღმოჩნდება, რომ ეს დიდი ხანი ერთი, ორი ან მაქსიმუმ სამი თვეა. 2) ძალიან მთვრალი ხარ... ასეა თუ ისეა ალბათ ჩვენზევეა დამოკიდებული ვიქნებით თუ არა ბედნიერები...ჰაერიდან მართლაც არაფერი მოდის (ჯერ კიდევ როდის მეუნებოდა მამაჩემი ამას..), კიბატონო მინდა,რომ ვიყო ბედნიერი მაგრამ ვიმსახურებ ? "გინდა კარგია, უნდა გერგებოდეს" (კ/ფ "უძინართა მზე"). გავაკეთე ან ვაკეთებ რაიმეს იმისათვის რომ ბედნიერი მერქვას?? დაბოლოს , არის კიდევ ერთი რამ არანაკლებ მნიშვნელოვანი,უფრო კონკრეტულად - "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა, რომ სჭირდება" (გ.დ)... მყავს მეგობარი, რომელსაც შესანიშნავი ოჯახიც აქვს დაარაჩვეულებრივი სამსახურიც , მაგრამ სრული ბედნიერება ?! ... ის ცხინვალელია... ყველას ყველას ყველას, განურჩევლად სქესისა, განურჩევლად ასაკისა, განურჩევლად იმისა მოგეწონებათ თუ არა ეს ჩანაწერი, მინდა გისურვოთ : გქონოდეთ ბედნიერი იჯახები, გეკეთებინოთ ის საქმე რომელიც გიყვართ, გაფრთხილებოდეთ იმ ერთ რამეს -” რწმენა, ფანატიზმამდე აყვანილი რწმენა რომ სჭირდება", (ჭ.ა) ... ”და ყველაფერი კარგად იქნება” (ილია მეორე). ერი მით უფრო ჯანმრთელია რაც უფრო მეტი ბედნიერი წარმომადგენელი ჰყავს. ყოფილიყოს სიმშვიდე და ერთსულოვნება თქვენს ოჯახებსა და გულებში.

Liczba odwiedzin: 59
 
Komentarze
agni121 26.06.2012

ყოფილიყოს სიმშვიდე და ერთსულოვნება თქვენს ოჯახებსა და გულებში.
ძალიან კარგი ჩანაწერია *THUMBS UP* *HI*

eka------- 26.06.2012

dzalian momecona!

vassss 26.06.2012

http://www.myvideo.ge/?video_id=1742196 aq ra shuashia mara maincc :d [:-}

vassss 28.06.2012

komentarebs rom vkitxulobdi chanawers gadavxede sxvisi blogis komentarebs xom ar vkitxulob metqiiiiiiii :d :d :d gaixareet diidi diidi madlobaaa :* :* :* :* *ROSE* *ROSE* *ROSE* :-)

agni121 02.07.2012

სიამოვნებით გადავიკითხე მეორეჯერაც, ბრავოოოოო! :-@ *HI*

vassss vassss 02.07.2012

gaixare, didi madloba ;)

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut