ძვირფასია ის რასაც ვერასოდეს იყიდი
42, Tbilisi, Gruzja

სიყვარულია რისთვისაც ვცოცხლობთ,

რისთვისაც ვკვდებით, რისთვისაც ვიბრძვით,

მისით ვნაყრდებით და მისთვის გვშია,

უკუნ ღამესაც კი გახდის მზიანს...


ხან კი მზიან დღეს, შეცვლის უკუნით,

სულს ჩამოსწყდება ნაზი იები,

და ჩაიქროლებს გუგუნ-გუგუნით,

ფიქრი, ოცნება, ფანტაზიები...


ვარდი ეკლებით დაღარავს ფიქრებს,

თან სურნელებას აფენს ჭრილობას,

აფენს, სტკივა და მაინც ითმენს,

ფიქრები ღალატს და გულგრილობას.


მაგრამ დრო გადის, გადის წამები

მისდევს წუთები, თვეები, წლები...

სიყვარულისთვის ჩვენ ვეწამებით,

სიყვარულისთვის, ვბერდებით, ვკვდებით.


სიყვარულია რისთვისაც ვცოცხლობთ,

რისთვისაც ვკვდებით, რისთვისაც ვიბრძვით,

სიყვარულია, ცხოვრება სხვისთვის,

რომ არ გვიყვარდეს, რად გავჩნდით, რისთვის?..

Liczba odwiedzin: 0
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut