12.07.2014
.....
39, Florence, Włochy

არ ვიცი სად ხარ, რომელ მხარეს... რატომღაც მგონია, მთის მწვერვალზე ხელგაშლილი დგახარ და მელოდები. მოვდივარ და დამფრთხალ შველივით მითრთის გული... შეუჩერებლად, დინჯად მივუყვები აღმართს და ჩემი გული სიყვარულით მომაქვს შენთან. ამ გულს მხოლოდ სიყვარული შეუძლია. შენ კი ბოლომდე უნდა შეავსო და გაამრთელო. გთხოვ, ნუ შეცვლი, ნუ გადააჩვევ... ისეთი მიიღე, როგორიც არის... მოვდივარ... არ ვიცი რამდენია შენამდე სავალი გზა. მაგრამ, ერთი კი ვიცი, როცა მოვალ, მთელი არსებით შენი ვიქნები. ვერ გავბედავ გითხრა, ,,მიყვარხარ!" სიტყვების ნაცვლად გული ილაპარაკებს, თვალები მოგეფერება და მთელ სამყაროს გაჩუქებს... კრძალვითა და შიშით მოვუყვები აღმართს... ნუ გამიცრუვებ იმედს, ისეთი დამხვდი, როგორიც მეხატები...

Liczba odwiedzin: 0
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut