30.07.2014
..............
39, Florence, Włochy

მე წავედი...

მოვალ შენთან შემოვაღებ წყეულ კარებს
მოგიჯდები საწოლთან და ვიღიღინებ,
მერე გრძნობებს ჩემს სიყვარულს შევუფარდებ
და იმ ღამით ვარსკვლავებად ვიციმციმებ...
დავიღლები ამ უმიზნო ხეტიალით
თვალზე ცრემლებს ადგილები არ ჰყოფნით,
მერე რა რომ ასე ძლიერ შემიყვარდი
და მერე რა თუ კი შენში ვსახლობდი...
ვიშრიალებ ფერდაკარგულ ყვავილებად
უსურნელო გვირილებად დაგეყრები,
თუ კი ჩემთვის ვინმემ სითბო გაიმეტა
იცოდე რომ, უსათუოდ გაგეყრები...
დღეს ეს ღამე მოჩვენებით სიზმარს არ გავს
მაისივით გაგიღიმებ მძინარეს
და თურმე ცრემლებს უნაპირო ზღვები ახლავს
შენგან წავალ ჩამოვჯდები მდინარესთან...
მოვუყვები როგორ მინდა მაგრამ არ ხარ,
რომ მძინარეს გიბედავდი მხოლოდ კოცნას
ვშრიალებდი უხმოდ ჩემთვის წყეულ კართან
შემიყვარდი იანვარში როგორც თოვა...
მოდი ახლა ავდგები და უხმოდ წავალ,
შენს საწოლთან დაგიტოვებ უხვად ცრემლებს,
თუ კი სხვაზე დავაპირებ მე შენს გაცვლას,
ვერასოდეს შევიყვარებ მეტად შენზე...
მართლა წავალ, მართლა უკვე დავიღალე
ღამე უკვე ვერაფერი გაგათბობს...
წავალ, ეს დრო ცოტა მალე გაიყვანე
მგონი ახლა იანვარშიც აღარ თოვს...
და მეც ალბათ იმ თებერვლის მსგავსი ვარ და
მე თებერვლის ოცდაათი გავხდი...
არ ვარსებობ, არც არასდროს არ ვიყავი
ჰო და აღარ დამელოდო მარტშიც...

მარიამ ღვინეფაძე

Liczba odwiedzin: 2
 
Komentarze
xameleon 30.07.2014

დავიღლები ამ უმიზნო ხეტიალით....

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut