visia ar vici ubralod momewona
30, Tbilisi, Gruzja

რა არის ცხოვრება? წამებში გავლილი,
წუთებად ჩავლილი და წლებად ქცეული,

ფინიშთან მისული, ჯაფისგან დაღლილი,
წლებისგან ნატანჯი სული და სხეული.

ცხოვრება ბრძოლაა, ცხოვრება შრომაა,
უაზრო ომია, ჩხუბი და კამათი,
ცხოვრება ზოგისთვის უღირსად კვდომაა,
ზოგისთვის სცენაზე ნიღბებით თამაში.

ცხოვრება ნატვრაში გავლილი დრო არის,
ზოგისთვის ლექსი და ზოგისთვის რომანი,
უწყვეტი ფიქრია შვილებზე, მომავლის,
დარდია, ზრუნვაა, ტკივილი მონაგრის.

ცხოვრება უფრსკულზე ნადები ხიდია,
ბოლომდე გავლაა ძნელი და საშიში,
რწმენა თუ გექნება, უფალი დიდია
და წამოსადგომად ძლიერ ხელს გაგიშლის.

ცხოვრება ზოგისთვის უძირო ზღვა არის,
ზოგისთვის ოცნების ახდენა ნამდვილი,
ცხოვრების კიბეზე ასვლაა მთავარი,
მწვერვალზე მიღწევა არც ისე ადვილი.

ცხოვრება გზა არის, მოლიპულ აღმართით,
რაც გასავლელი გაქვს, რაც დღემდე გივლია,
ეცადე ყინულზე ფეხი არ აგიცდეს,
წაქცეულს უნდობლად ზედ გადაგივლიან.

სიცოცხლის სათავე?-ეს სიყვარულია,
ძლიერი გრძნობაა, გიყვარდეს, უყვარდე,
ცხოვრება ისედაც სასტიკად რთულია,
ეშმაკის გამოწვდილ საწამლავს ნუ დალევთ.

Liczba odwiedzin: 167
 
Komentarze
mari2435 27.12.2018

სიცოცხლის სათავე?-ეს სიყვარულია,
ძლიერი გრძნობაა, გიყვარდეს, უყვარდე,
ცხოვრება ისედაც სასტიკად რთულია,
ეშმაკის გამოწვდილ საწამლავს ნუ დალევთ.

Natalia 28.12.2018

ცხოვრება ზოგისთვის უძირო ზღვა არის,
ზოგისთვის ოცნების ახდენა ნამდვილი,

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut