დაგიჩემე ქალავ
39, Tbilisi, Gruzja

ერთმანეთს ისე შემოვეყარეთ
ჩემი ცხოვრების გზაზე,
რომ უნებურად შემომეყვარე,
მიხარიხარ და მავსებ...
ჩემი გახდი და აღარ დამტოვო...
ამ სიყვარულის ხათრით
შენი სხეული უნდა მათხოვო
ჩვენი შვილისთვის - ცხრა თვით.
მინდა შენ გგავდეს ჩემი ასული -
დედის ალი და კვალი...
გაივლის მერე კიდევ ცხრა თვე და
კიდევ ცხრა თვე და ცხრა თვე...
მინდა სულ ასე გვერდით მყავდე და
მინდა სულ შენით გავთბე.
ერთმანეთს ისე შემოვეყარეთ,
აზრი აღარ აქვს მალვას,
გნახე თუ არა, შემომეყვარე
და დაგიჩემე ქალავ...

Liczba odwiedzin: 4
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut