.........................
36, Tbilisi, Gruzja

ზღვისპირა ქალაქს სევდისფერი ებურა იმ დღეს,
არც კაცი სჩანდა ,არც ცხოველი მიუსაფარი,
ციდან ცრემლებად ეშვებოდნენ წვიმის წვეთები,
ასეთ ამინდში ვერსად ვპოვე თავშესაფარი.
ზღვა გამეტებით ეხეთქებოდა ნაპირს სევდიანს,
თითქოს ბრაზობდა- მარტოობას ვერ შეეჩვია,
ამ სიცივეში, ამ წვიმაში, სიმარტოვეში
ჯავრს ქვებს ახვევდა,ატრიალებდა ქვათა ღელიანს...!
გული მომიკვდა ,ვერ ვუძლებდი მის მარტოობას,
და გადავფრინდი ფიქალოდან--ზღვაში ანაზდად,
ოოჰ! რა თბილი ხარ,რა სილაღე, რა სილამაზე,
ჩავყევი ტალღებს---ვიძირები ფსკერისკენ--ნაზად!

Liczba odwiedzin: 6
 
Komentarze
xameleon 14.12.2013

ზღვისპირა ქალაქს სევდისფერი ებურა იმ დღეს,
არც კაცი სჩანდა ,არც ცხოველი მიუსაფარი,
ციდან ცრემლებად ეშვებოდნენ წვიმის წვეთები,
ასეთ ამინდში ვერსად ვპოვე თავშესაფარი.....

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut