sen ki amixlarte gzebi
30, Tbilisi, Gruzja

მე შენ მიყვარხარო... ჩუმად ჩაგჩურჩულე,
შენ კი ამიხლართე გზები,
ვიღაც სხვა მეტრფისო,
ფიქრი გამირთულე ჭირსაც წაუღია სხვები.
მე შენ მიყვარხარო... ზეცას დავაწერე
შენზე შევღაღადე უფალს,
გული გამომექცა ვეღარ გავაჩერე
შენი სიყვარული ღუპავს.
მე შენ მიყვარხარო... ხელებს გიკოცნიდი
შენთან სიახლოვე მსურდა,
სხვებიც მეტრფიანო ასე მპასუხობდი
პასუხიც ასეთი უნდა.
მე შენ მიყვარდითქო.... ამას მოგაძახებ
გულს კი ჩამოვკიდებ ბოქლომს
ვერცხლი რომც მაძლიონ
მაინც არ მივიღებ გული შეგეჩვია ოქროს!
(L)

Liczba odwiedzin: 5
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut