შემოდომაა, გამაგიჟა ბადაგის სუნმა..
50, Tbilisi, Gruzja

ქარვის თვალები უღიმოდა ყურძნის აკიდოს,

შენ არ წახვიდე, ამ შემოდგომას არ გადამკიდო.

ამ ფერებს მწიფეს, დადუღებულ სისხლში რომ ბრუნავს

შენი ტუჩების გემო დაჰკრავს, ხომ იცი, გულაბს...

გვალვაჩამდგარი საწნახელი დაალბო ცრემლმა

ადესის მარცვლებს დადენილმა ტკბილი შხეფებით,

ეს სხვას ჰგონია, რომ ვუსინჯავ გემოს ღოღნოშოს,

არადა ფიქრში ჯერ უკოცნელ ტუჩებს ვეხები...

ნუ გადამკიდებ შემოდგომას, დავმარცხდი უკვე..

ამ ჭრიჭინებმაც მიიტაცეს სმენა რითმებად,

გათიბულ ბალახს ავუკეცავ მხებიდან ფერდობს

და ვიმყოფინებ მოსულს ჩემთან თუნდაც ფიქრებად...

მაჭრობის თვეა, ერქვას ჩვენი, მისი და მისი,

იყავი ღირსი ამ ფერების ქუხხარ თუ ქარობ..

შემოდგომაა, გამაგიჟა ბადაგის სუნმა

მაჩუქე გული ჩაშაქრულო, ლამაზო ქალო!

Liczba odwiedzin: 10
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut