ქალის ორგანიზმი წლის განმავლობაში 2.5 კგ კოსმეტიკას "ისრუტავს"
38, Tbilisi, Gruzja


ქალები, რომლებიც სხვადასხვა სახის კოსმეტიკას თითქმის ყოველდღიურად მოიხმარენ, წლის განმავლობაში ორგანიზმით 2.5 კგ ქიმიურ ნივთიერებას ”ისრუტავენ”. ასეთ დასკვნამდე ამერიკელი ექსპერტები მივიდნენ.

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერების ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ქალები ხშირად არ აკვირდებიან კოსმეტიკური საშუალების ვარგისიანობის ვადას. გარდა ამისა, ზოგი ქიმიური ნივთიერება, რომლითაც პარფიუმერული საშუალება მზადდება, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, სხვადასხვა დაავადებათა განვითარებას უწყობს ხელს. მათ შორის არის კანის გაღიზიანება, ალერგია, სწრაფი დაბერება და ონკოლოგიური დაავადებები.

კოსმეტიკა ჟანგბადს ბარიერს უქმნის და კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. საბოლოო ჯამში, ეს ლაქების გაჩენასა და კანის გამოშრობას უწყობს ხელს.

მეცნიერების აზრით, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად დიდია ამ კოსმეტიკაში ნატურალური ექსტრაქტების შემცველობა, მათი გამოყენება ყოველდღიურად მაინც საზიანოა.

დერმატოლოგები და ექსპერტები ქალებს ურჩევენ, ყოველთვის კარგად დაიბანონ სახე დაწოლის წინ შესაძლო დაავადებების განვითარების პრევენციისთვის.

Liczba odwiedzin: 15
 
Komentarze
teona150885 13.03.2012

*YES* *KISSED*

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut