10 miti conis dasaklebad
38, Tbilisi, Gruzja


1. ნახშირწყლები ასუქებს
ნახშირწყლები იზიდავს წყალს, ამიტომ თუ უარს იტყვით ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტებზე, ნამდვილად შეიძლება წონა დაიკლოთ. მაგრამ კვების სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ორგანიზმს ნახშირწყლების შეზღუდვით მოაკლდება ენერგიის წყარო.

2. ვახშამი აკრძალულია
დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ გვიანი ვახშამი წონასა და ფიგურაზე არ აისახება, თუ დავიცავთ ზომიერებას და არ გადავაჭარბებთ კალორიების სადღეღამისო ნორმას და, რაც მთავარია, თუ ეს დღის განმავლობაში ერთადერთი ტრაპეზი არ არის.

3. შოკოლადი მავნებელია
დიეტოლოგები არ გვირჩევენ შოკოლადზე უარის თქმას. კაკაო მდიდარია განსაკუთრებული ნივთიერებებით, რომლებიც აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების ფუნქციობას. განსაკუთრებით სასარგებლოა მწარე შოკოლადი.

4. პური უნდა გამოირიცხოს
პურზე უარის თქმა არ ღირს. უბრალოდ, ზომიერებაა საჭირო. 1-2 ნაჭერი ჭვავის პური ან ცეხვილი, ქატონარევი პური ნამდვილად არ გავნებთ.

5. საჭიროა მეტი ცილა
ეს უმთავრესად იმ კომპანიების მოწოდებაა, რომლებიც ცილოვან დანამატებს აწარმოებენ. სინამდვილეში ძალისმიერი ვარჯიშების გარეშე ცილოვანი დანამატები მუსკულატურაზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. ცილის საჭირო რაოდენობას ჩვენ საკვებიდან ვიღებთ, დანამატები კი ორგანიზმისთვის ზედმეტი დატვირთვაა.

6. ბალი და ალუბალი ძალიან კალორიულია
100 გრამი ეს ხილი მხოლოდ 52 კკალ-ს შეიცავს. ამასთან, ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, კლავს წყურვილს, აუმჯობესებს მადას, თავიდან გვაცილებს ყაბზობას.

7. წვენებს მთელ-მთელი ხილი სჯობს
წვენები, ისევე როგორც ხილი, უზრუნველყოფს ორგანიზმს მნიშვნელოვანი ვიტამინებით, რომლებიც სწრაფად შეიწოვება სისხლში.


8. გაყინულ ზღვის პროდუქტებს არანაირი სარგებლობა არ მოაქვთ
ფაქტი: ცივად შენახული და გაყინული პროდუქტები დიდხანს ინარჩუნებენ კვებით ღირებულებას. გაყინვა საშუალებას გვაძლევს, ზღვის პროდუქტებს დიდხანს შევუნარჩუნოთ სასარგებლო ნივთიერებები.

9. ყველაზე სასარგებლო ზეთი ზეითუნის ზეთია
ბიოლოგიური ფასეულობის მიხედვით პირველ ადგილზეა არა ზეითუნის, არამედ სელის ზეთი.

10. ცოცხალი ბოსტნეული სჯობია გაყინულს
ფაქტი: თუ ბოსტნეულს სწორად შევინახავთ, ის არ დაკარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, იკვებეთ სწორად, დაიცავით ზომიერება, იაქტიურეთ ფიზიკურად, ერიდეთ უარყოფით ემოციებს, თავს მეტისმეტად ბევს ნუ აუკრძალავთ – ორგანიზმისთვის ესეც სტრესია – და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს.

Liczba odwiedzin: 14
 
Komentarze
teona150885 19.02.2012

:D miechvevi araushavs

teona150885 18.02.2012

:D aba shen ici,ar inaneb

teona150885 18.02.2012

:D naturaluri da jansagi ,amav droulad ikleb

anonimi 18.02.2012

ეგ დასაკლები ვერსიაა და წონაში მოსამატებელი?

teona150885 18.02.2012

:D kargi iyo .albad martali xar

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut