“კბილების გასწორება” ანუ ორთოდონტია
38, Tbilisi, Gruzja


ყველას გვყოლია სკოლის ასაკში მეგობარი ან ნაცნობი, რომელიც ორთოდონტიულ აპარატს ატარებდა. ზოგს საკმაოდ დიდხანსაც უწევდა ამ “სამკაულის” ტარება. მართლაც ორთოდონტიული მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. თუმცა თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებს ამ მხრივ ნამდვილად აქვს უპირატესობა.

ორთოდონტიულ მკურნალობას ექვემდებარება როგორც თანკბილვის, ისე კბილთა დგომის ანომალიები. ამ პათოლოგიების მიზეზი შეძლება მრავალი იყოს: ორსულის მიერ გადატანილი დაავადებები, გენეტიკური ფაქტორი, მავნე ჩვევები.

პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში მოჰყვება არასწორ თანკბილვას საკმაოდ სერიოზულია. გარდა ესთეტიური არასრულფასოვნებისა, დარღვეულია კბილების უმთავრესი — ღეჭვითი ფუნქცია, რასაც მოჰყვება მთლიანად საღეჭი აპარატის — კუნთებისა და ქვედა ყბის სახსრის ფუნქციის დარღვევა, ასევე კბილების პათოლოგიური ცვეთა. ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა იწვევს საკვების გადამუშავებისნ დარღვევას და შესაბამისად ზიანდება საჭმლის მომნელებელი სისტემა.

კიდევ ერთი სერიოზული რპობლემა, რომელიც თანკბილვის და კბილთა დგომის ანომალიებს მოჰყვება, ესაა პაროდონტის დაავადება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კბილის მთავარი ფუნქცია ღეჭვაა. თუ არ ხდება მისი სათანადო დატვირთვა ღეჭვითი ძალით, ირგვლივმდებარე ქსოვილში იწყება სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა, ძვლოვანი ქსოვილის კვების მოშლის გამო მისი განლევა ხდება და კბილი იწყებს მორყევას.

კბილთა არასწორი დგომის დროს მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ვერ ხდება სრულფასოვანი წმენდა. დაგროვილი ნადები კიდევ უფრო ამძიმებს პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობას და ამასთან კარიესის განვითარების ალბათობაც მაღალია.

“კბილების გასწორება” ანუ თანკბილვის ანომალიების მკურნალობა ხდება ძირითადად ორი მეთოდით: მოსახსნელი და მოუხსნელი აპარატებით.
მოსახსნელი აპარატი წარმოადგენს პლასტმასის ფირფიტას მეტალის რკალით, ხოლო მოუხსნელი ბრეკეტ-სისტემებია. ბრეკეტები დამაგრებული თითოეული კბილის ზედაპირზე და ერთმანეთთან მავთულითაა დაკავშირებული. ორივე შემთხვევაში კბილებზე ზეწოლის საშუალებით ხდება მათი გადანაცვლება სასურველი მიმართულებით.

კბილი არაა შეზრდილი ირგვლივმდებარე ძვალთან უძრავად. უფრო სწორად კი მასთან ერთგვარი იოგებითაა დაკავშირებული. მუდმივმოქმედი სუსტი ძალის ზემოქმედებით შესაძლებელი კბილის გადანაცვლება სასურველი მიმართულებით. საქმე იმაშია, რომ ძვლოვან ქსოვილს აქვს უნარი გაიწოვოს ზეწოლის შედეგად. კბილის გადაადგილდება. თავისუფალ ადგილს კი კვლავ ახალი ძვლოვანი ქსოვილი ავსებს. აუცილებელი პირობაა, რომ კბილებზე მოქმედი ძალა მუდმივი იყოს. ამიტომ მოსახსნელი აპარატებით მკურნბალობისას მათი მოხსნა მხოლოდ კვების დროს შეიძლება, ხოლო ბრეკეტ-სისტემების პლუსი ისიცაა, რომ პაციენტს თვითნებურად არ შეუძლია მისი მოხსნა.

ზემოთჩამოთვლილი მიზეზები ალბათ საკმარისია ორთოდონტიული მკურნალობის აუცილებლობაში დასარწმუნებლად. თუმცა არის კიდევ ერთი: უნაკლო კბილები თქვენი იმიჯის უმნიშვნელოვანესი შტრიხია.

Liczba odwiedzin: 10
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut