23.03.2012
...
44, Gruzja

შენზე ფიქრი, მილამაზებს დილას...
ღრუბლებს ვიქნევ, დროშასავით ცაში,
მე თითებით, გეხებოდი ფრთხილად...
ვერ ხვდებოდი?
რა მინდოდა, მაშინ...

გული ხელში, წუთებივით ფეთქავს...
მეც დაგეძებ ისე, როგორც ძველად...
ოღონდ ჩემთვის, ერთი სიტყვა გეთქვა...
მოვიდოდი,
ოცნებად და შველად...

მეგებება დილა, მატყუარა...
მზის სხივები, ძველებურად, მართობს...
შენ მკითხაობ, გიყვარვარ თუ არა...
მე კი,
შენი სიყვარული მათრობს...

შენ რომ არა, ვის გავანდო ფიქრი...
მე ხომ შენთან, ყოფნა მოვისურვე...
არ მინდოდა,
მაგრამ, სხვაგან მივქრი...
ერთხელ მოდის სიყვარული, თურმე...

მე უშენოდ, მეშინია, ვერ ვძლებ...
მინდა დარჩე ჩემში, ფიქრად, ბგერად...
მე ვიპოვი, რასაც გული ეძებს...
ვიცი, შენ ხარ...
ჩემი გულის ძგერა...

ყოველ დილას, შენს მკლავებში, თბილად...
ვიღვიძებდი, ვიგონებდი წამებს...
მე გჩუქნიდი,
სიყვარულის დილას...
შენ მჩუქნიდი,
სიყვარულის ღამეს...

Liczba odwiedzin: 2
 
Komentarze
ხატია 23.03.2012

მე უშენოდ, მეშინია, ვერ ვძლებ...
მინდა დარჩე ჩემში, ფიქრად, ბგერად...
მე ვიპოვი, რასაც გული ეძებს...
ვიცი, შენ ხარ...
ჩემი გულის ძგერა..

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut