axla gakocebdi :))
35, Tbilisi, Gruzja

ახლა გაკოცებდი,
ისე მონატრებით...
ისე მენატრები, სულსაც გაჩუქებდი...
ღამის გათენებას, ერთად მოვასწრებდით...
ოღონდ, მენახე და სულაც, გავჩუმდები...
მე ვარ, შენი სული,
ერთი სხეულიდან...
შენი სიყვარულის უხმო ჰარმონია...
ისევ ამედევნა, სევდა წყეული და
ისევ მენატრება, ჩვენი მაგნოლია...
ისევ მომენატრა,
შენი ნელი სუნთქვა...
შენი მოფერება, კოცნა ვნებიანი...
გახსოვს?
მთელი ღამე, როგორ ჩაიხუთა...
დილა მოგაგებე, მაინც სევდიანი...
მალე გაზაფხული წავა,
მოგონებად...
და მზე გააშიშვლებს, ზაფხულს აჩქარებით...
მე კი, შენი კოცნა ახლაც მაგონდება...
და დღეც, დაღამებას სულ, რომ ვაჩქარებდით...
ისე შემომაცვდა,
ტანზე გაზაფხული...
ახლაც, ყოველ ღამე, ისევ მელანდები...
მე შენ მოგიძღვენი,
ჩემი სიყვარული...
მაინც მიყვარხარ და ისევ მენატრები

Liczba odwiedzin: 10
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut