მე ჩემი დუმილით გეტყვი
37, Tbilisi, Gruzja

მე ჩემი დუმილით გეტყვი, რომ – მიყვარხარ, პასუხად შენს მაცდურ ღიმილსაც ავიტან, ბაგე კი მოვთოკე, გული კი ვერაფრით, გეძახის: სადა ხარ? ცხოვრება გავიდა . . . მე ჩემი რითმების ალერსით დაგათრობ, ჩვენს გრძნობას, სიყვარულს ცის კართან ავიტან, გონებას მოვუვლი, ამ გულს კი ვერაფრით, იძგერებს: უშენოდ სიცოცხლე არ მინდა . . . ერთ დღესაც სიბერე რომ მომეპარება, რომ მომაშორებენ ამ სოფელს თავიდან, მე გამაჩუმებენ, ამ გულს კი ვერაფერით, ილოცებს: უშენოდ . . .? ზეცაც კი არ მინდა . ..

Liczba odwiedzin: 2
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut