შენ არც კი იცი როგორ მიყვარხარ
37, Tbilisi, Gruzja

შენ არც კი იცი როგორ მიყვარხარ,
როგორ მაღიმებს სახელი შენი...
ღიმილად აქცევ ჩემს სევდას შენ და
ასე შორიდან ლამაზად მშველი!
უბრალოდ მინდა შეგეხო ეხლა
გაკოცო მინდა ჩუმად კისერში...
შენ ისე უცებ მოხვედი ჩემთან
და აქ იზრდები ამ ჩემს ფიქრებში!
ლამაზო ჩემო...იყავი "ჩემი"
სულ ცოტა მაინც,სულ ერთი ბეწო,
შენამდე მოსვლა და ხილვა შენი
მინდა ძალიან...და უნდა შევძლო!
მისრულებ თხოვნას...უყვები ფიქრებს
ვისთანც გაბარებ მისთვის ინახავ...
რა გითხრა მეტი,პატარავ ჩემო
"მასზე ძალიან მე შენ მიყვარხარ!"

Liczba odwiedzin: 4
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut