ლექსი მინდა რომ დავწერო
32, Tbilisi, Gruzja

ლექსი მინდა რომ დავწერო,
ძვირფასი ლექსი დავწერო,
ვიქურდო სიმტკიცე გიშრის,
ხმაურობს წვიმა და მიშლის.

ლექსად მინდა, რომ მოვქარგო,
სიტყვებით მინდა მოვხატო,
ამ ჩემი გულის მშთანთქმელი,
ლექსად აღმოვსთქვა სათქმელი.

ისეთი რამე შევთხზა რომ,
აზანზარებდეს სამყაროს,
ლექსად ნაწერი სიტყვებით,
ერთად რომ წვიმას მივყვებით.

ჩემზე მინდა რომ გიამბოთ,
მოვყვე ძილი თუ სიზმარი,
მაგრამ ეს ძილი არ არის,
მიჭირს თქმა ლექსად მთავარის.

ჩემი ტკივილი ეს არის,
ძალიან მტკივა, მტანჯავს,
ლექსით ვიყუჩებ, განვიცდი,
კიდევ ბევრს, ბევრს დავიცდი.

სიყვარულია დღეს ჩემი გმირი,
მკლავებით მიცავს თავგანწირული,
ჩემი სისუსტე ვახსენო მინდა,
ავღწერ, მაგრამ წვიმს დაა...

Liczba odwiedzin: 1
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut