მუზა დავკარგე
32, Tbilisi, Gruzja

ჩემს მკერდში რომ ცეცხლი იყო სულში მაინც დარობდა,
ჯოჯოხეთის კარს მისული გული მუდამ ხარობდა,
სიტყვებით ვერ წარმოვსთქვამდი ისევ ლექსით ვამბობდი,
ცაზე დაკიდებული მუზას ჩემს თავს ვანდობდი.

როგორც ზღვაში გემი უშვებს ღუზას,
ისე ვწერდი მეც ქაღალდზე მუზას,
უნებურად მოვიდა და თავადვე დამტოვა,
ახლა კი როგორც ადრე ისევ ისე მარტო ვარ.

მე ლექსებში ვადარდებდი ჩემი გულის დარდებს,
რომ გავშლიდი დიდ წალკოტებს ვაყვავებდი ვარდებს,
კალმით მელანს ვასხურებდი კედლებზე თუ ჭერში,
ახლა ისევ მარტო ვარ რა მიჭირავს ხელში.

განძი მქონდა ისეთი რომ ყველა ტკივილს შველოდა,
თვალში ცრემლი გამშრობოდა სიხარული მშვენოდა,
ედემში რომ შევდიოდი ნარნარებდა ხეობა,
სულ დავკარგე ყველაფერი ხალისი თუ მხნეობა.

რა ვიყავი ადრე და რას შევცვლიდი ახლა,
სიცოცხლე თუ სიყვარული ყველაფერი მახლდა,
ბუნებამ და ღმერთის ძალამ მე მიბოძეს ნიჭი,
დღეს კი უკან დავუბრუნე გავხდი ძველი ბიჭი.

Liczba odwiedzin: 4
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut