(ვაჟა ხორნაული-რა არ უხდება ქვეყანას )
40, Tbilisi, Gruzja

რა არ უხდება ქვეყანას?

პირველ: სიბერწე ქალისა,
მეორე: კაცის ლაჩრობა,
ჟანგი ხმლისა და ფარისა, მ
ესამე: მთების ობლობა,
დაჭაობება ბარისა,
მეოთხე: მიწის ღალატი,
ხნულში წაქცევა ხარისა,
მეხუთე: ნატაძრალებზე აბიბინება მწვანისა.
მეექვსე: უქმი სიცოცხლე,
ერთ წამში წაშალა კვალისა,
მეშვიდე: (უბედურება!)
მიზეზი ცოდვა-ბრალისა _
უსიყვარულო სიკვდილი _
მგზავრი უმზეო ღამისა.

Liczba odwiedzin: 3
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut