06.03.2011
...
34, Tbilisi, Gruzja

 მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის,
ჩემი ფიქრები ახლა შენია...
შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს,
ამ ლამაზ სიტყვებს, ჩემი ხელია.
მიყვარხარ ვერ გრძნობ?! მაშინ უფალს ვთხოვ,
რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება,
შენ ტკბილად გძინავს მე კი ამაღამ,
მხოლოდ შენს ფიქრში ჩამეძინება...
თითქოს გამხელის წუთები დგება
ჩუმად მკარნახობს სიტყვებს განგება,
მიყვარხარ მეთქი არ გეტყვი რადგან
სიყვარულს აზრი დაეკარგება..
როცა ყველაფერს ქარი წაიღებს,
გრძნობას გაფანტავს თეთრი ნისლები,
ჩემში დარჩება ლამაზ ოცნებად,
ჩემი ცხოვრების ფიქრი იქნები.
სათქმელი იქნებ ბევრჯერ ვერ გითხრა,
მე შენთან კარგო დუმილიც მიჭირს,
რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ,
ამ გულის გარდა არავინ იცის

Liczba odwiedzin: 8
 
Komentarze
irma-kusa 06.03.2011

++++

ana 06.03.2011

magaria:)

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut