დაგლანდოს სხვის გვერდზე.....
35, Batumi, Gruzja


ნუ დარდობ გაივლის, რაც იყო მოთავდა

სულია სნეული გული კი დაჭრილი

სისხლია მეტი რა?!... სულ უცებ გადავა

ჭრილობა დაგრჩება... და ნუღარ გაიხსნი


იყოს და გახსენოს სულ მუდამ შეცდომა

შეცდომა რომელიც სიძულვილს გაყვარებს

დაარქვი მას შენი სუნთქვა და ოცნება

და ის კი სახელად არაფერს დაგარქმევს


ალაგე აზრები..... ჭკვიანო ქმნილებავ

აიღე რაც რამე სხეულში დამალე

მოძებნე სულ ყველა გრძნობა და ოცნება

სადმე რომ გაივლი ქუჩაზე მიაგდე


და იყოს გრძნობები ქუჩაში სულ ობლად

უყუროს გამვლელებს... ეძებოს ის სახე

და თუკი ოდესმე წააწყდა შეჰყვიროს

არ ლანძღოს ისევე დალოცოს ის სახე...


წაიყვანს თბილ სახლში იკედლებს მეგობრად

მოუვლის ანაყრებს... სულ ახლებს ჩააცმევს

ახლა კი ვერაგი მის სულში სახლდება

შენს გავლილ სატანჯველს უკვე მას უმზადებს


ახლა კი გიყვაროს, ისევე იტანჯოს

გეძებოს გინატროს... და მაინც ვერ გნახოს

იაროს ქუჩები.... სადაც შენ გაივლი

დაგლანდოს სხვის გვერდზე, სხვა გრძნობით აღვსილი










Liczba odwiedzin: 8
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut