ხომ არ გეცნობათ?!
59, Tsageri, Gruzja

პროპაგანდა უნდა იყოს რაც შეიძლება ბევრი, დღისითა და ღამით. ის არ უნდა წყდებოდეს, ვერავინ უნდა მოასწროს იმის გააზრება რას ეუბნებიან. ყველა გზავნილი პრიმიტიული უნდა იყოს, რათა ყველაზე ჩამორჩენილმაც უცებ აითვისოს და რაც უფრო ბევრი მოისმენს, მით უფრო იძულებული იქნება ყველა გაყვეს უმრავლესობას.პროპაგანდა უნდა იყოს მარტივი, ცხადი და ერთფეროვანი. ლოზუნგები უნდა იყოს ყოველი მხრიდან და მეორდებოდეს ყოველი პროპაგანდის ბოლოს. არანაირი ყოყმანი, არავითარი სხვადასხვა ვარიანტები და განსხვავებული აზრი, ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება, ამას მათ მაგივრად სხვები გააკეთებენ, მათ მხოლოდ ინფორმაციად უნდა მიიღონ თუ რა არის მათთვის კარგი, და დარწმუნდნენ რომ რაც ხდება არის გარდაუვალი. პროპაგანდა უნდა ხდებოდეს მხოლოდ გრძნობებზე და არა გონებაზე, მართვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ ემოციებზე. შოკი და ტყუილი---მთავარი პრინციპებია სრულყოფილი პროპაგანდისა. პატარა ტყუილს არავინ დაიჯერებს, საჭიროა შოკისმომგვრელი და გაუგონარი ტყუილი, ისეთი რომლის გააზრებაც ძნელია. ფაქტები უნდა იყოს არა შელამაზებული, არამედ გაუგონრად დამახინჯებული, უსინდისოდ განსხვავებული, ისეთი რომ მასამ ვერ დაიჯეროს რომ ასეთი რამ შესაძლებელია“.

ი.ჰებელსი

Liczba odwiedzin: 11
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut