ვის პოლიტიკას აგრძელებენ ქართველი ნაციონალები
59, Tsageri, Gruzja

ქალბატონი ქეთევან კლიმიაშვილი ძალზე საინტერესოდ გადმოგვცემს თავისი მეუღლის, დიდი ქართველი მოაზროვნის შალვა ნუცუბიძის შეხედულებებს მაშინდელი ბოლშევიკების შესახებ: “არ იფიქრო, რისამე ან ვისამე ბრალი იყოს, რაცა გვჭირს. ეს ყველაფერი “უსტავში” უწერიათ: შერჩევა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოხდეს არაკომპეტენტურობითა და დაბალი განათლების მიხედვით, დაწინაურდნენ უსიტყვოდ მორჩილნი, დანაშაულისათვის თანამდებობის პირები კი არ დასაჯონ – უკეთ უზრუნველყოფილ ადგილზე გადაიყვანონ, აპარატის მუშაკები მეცნიერებად, აკადემიკოსებად მონათლონ (რაზედაც იტყოდა აკადემია “შტრაფნოი ბატალიონად” იქცაო). ვინც ხალხში ავტორიტეტით სარგებლობს, აქვს საკუთარი აზრები, შეუძლიათ ინიციატივა გამოიჩინონ, “ისინი ან იზოლირებულნი უნდა იყვნენ საზოგადოებიდან, ან უბედური შემთხვევის საშუალებით მოისპონ, დააპატიმრონ არა დანაშაულის მიხედვით, არამედ ვინც არ უნდა იყოს, ოღონდ ყველა სფეროდან, რომ ყველა ფრთხილობდეს, არამცთუ რაიმე მოიმოქმედოს, სიტყვიერადაც კი ვერ გაბედოს რაიმეს თქმა. საჭიროების მიხედვით რაღაცის საშიშროება შექმნან ხელოვნურად, ეპიდემიაც კი მოიგონონ და ხალხი სასოწარკვეთას რომ მიეცემა, უეცრად ჩააქროს, მხსნელად მოევლინოს და ამით ხალხის ნდობა და მორჩილება დაიმსახუროს. ქართველი კაცი ოდითგანვე გამრჯეა, მაგრამ ეს სიღარიბე და უნიათობაც ხელოვნურად იქმნება – ხელფასი უნდა მინიმალური გვქონდეს, მუდამ რაღაც უნდა გვაკლდეს, გვშიოდეს კიდეც, რომ გარდა საარსებო საშუალებისა ადამიანმა ვერაფერზე იფიქროს. საქართველო მდიდარია და აქვს ყველა მონაცემი – როგორც ინტელექტუალური, ისე ბუნებრივი წიაღისეული და გეოპოლიტიკური მდებარეობითაც კი შეუძლია, რომ დამოუკიდებლად იარსებოს და ყველა მეზობელ ქვეყანასთან თანასწორი, თანაბარი ურთიერთობა ჰქონდეს, მაგრამ რუსეთი მას თავისი ნებით ვერასოდეს ვერ დათმობს სწორედ ამ სიმდიდრისთვის. მართალია, დღეს მათი დამანგრეველი ძალა არ არსებობს, მაგრამ მომავალი განწირულია, ცნობიერად და შეუცნობლად ისინი ერთმანეთს დაერევიან და თვითონვე მოსპობენ ამ წყობას. რამდენ ხანს შეიძლება აკრობატი იდგეს თავდაყირა? დიდხანს ვერ გაძლებს, ასეა ეს თავდაყირა მდგარი ქვეყანაც. მოვესწრებით მე და შენ ამ დროს, ამით მიდგია სული. მაშინ საქართველო ისევ დამოუკიდებელი გახდება და თუ დღეს შორიდან ველოლიავებით კახსა და სოჩას, მაშინ მათ გულში ჩავიკრავთ”. ზემოთ მოყვანილი გამონათქვამების შემდეგ, თუ პარალელებს გავავლებთ, ადვილად მივხვდებით რომ ნაციონალები ბოლშევიკების გზას ადგანან, რასაც მოდერნიზაციით ნიღბავენ. მათ აღსასრულიც ბოლშევიკების მსგავსი იქნება და ამას ყველა მალე მოვესწრებით.

Liczba odwiedzin: 7
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut