ესპანური პოეზია
59, Tsageri, Gruzja


ცოცხლებს ლანძღავენ გაგიხარია,
მკვდრებს კი აქებენ,
ქვეშ ეგებიან.....
ცოცხლებს იმიტომ,
კვლავ ცოცხლები რატომ არიან,
მკვდრებს კი იმიტომ––სულ ერთია,
მაინც მკვდრებია.

ფრანსისკო დე ლა ტორე


აქ განისვენებს კალდერონ რუდა!
ეს დაგვიტოვა სუყველას დარდად:
კარგს აკეთებდა ძალიან ცუდად,
ცუდს აკეთებდა ძალიან კარგად.

ხუან დე ტასის პერალტა დე ვილიამედიანა


მარჯვე ხელი აქვს ძვენს დალაქს,
როხასს!
მადლიერია ერი და ბერი....
ვიდრე მეორეც გამპარსა ლოყა,
პირველზე უკვე ამოჩნდა წვერი.

ხუან დე რიასტრი


'' რა ვქნა მეუღლე მღალატობს მგონი!''
''მე კი ეჭვებით გამტანჯა ანამ....''
ეჰ,თქვენ რა გიჭირთ,
ეს ჩემი ცოლი,
ეჭვიანობს და.... მღალატობს თანაც!''

ანტონიო რიბოტი


კვლავ წავეჩხუბე შეყვარებულს,
დავტოვე მწყრალი....
მორჩა,
გათავდა,
წავალ, გული საითაც მიწევს.
მერე და საით,საით მიწევს გული და თვალი?
შეყვარებულის სახლისაკენ ისევ და ისევ.

რამონ დე კომპიამორ ი კომპოსორიო


თხუთმეტი წლისას მეგობრები არა
ჰყავს ვისაც,
ოცისას კიდე – გუნდად ქალები,
ოცდახუთისას – დიდი ვალები,
თანამდებობა – ორმოცი წლისას,
ორმოცდაათი წლისა ––––
ფულით გავსილი ქისა....
მცხოვრიაო,ამაოდ ფიცავს!
ტყუილად ცოცხლობს
და ტყუილად ამძიმებს მიწას.

მანუელდე პელასიო












Liczba odwiedzin: 7
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut