„მომავალი“
32, Tbilisi, Gruzja

ყველა ვიყავით ბავშვები, მაგრამ ბევრმა დაივიწყა ეს. სამწუხაროდ „წინა“ თაობა ივიწყებს თავის ახალგაზრდობას, სურვილებს , მისწრაფებებს , რაც ხშირად ემთხვევა ახლანდელ ახალგაზრდობის სურვილს, თავისუფლება, გართობა, განვითარება და რახან ავიწყდებათ ცუდი გონიათ და ეწინააღმდეგებიან, ან ახსოვთ და რახან თვითონ ვერ მიაღწიეს დაბოღმილები სხვასაც უშლიან ხელს. სამწუხაროდ წინა თაობამ ამ თაობას არც ისე კარგი მოგონებები დაგვიტოვა, თაობას რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში გავჩნდით წილად გვხვდა ის მშობლები ვინც ძმათამკვლელი ომი გააჩაღა, თაობა რომელმაც ნარკოტიკებში, ქურდულ გარჩევებში და ბევრ უაზრობაში ჩაიხრჩო თავი, გაანადგურა უამრავი ახალგაზრდა , ბოღმას, მომხვეჭელობას და მტრობას შესწირეს ქვეყნის მომავალი, და დღეს იგივე ხალხი ამ ყველაფრის ავტორები, მონაწილეები და ასე შემდეგ ცდილობენ ჩვენ თაობას, რომელსაც ნორმალური ქვეყანის აშენება გვინდა , არ გვინდა ერთმანეთს ბოღმით ვუყუროთ, ღიმილი, ბედნიერება, კარგი განათლება გვინდა და წარმატებული ქვეყნის აშენება ჩვენი მომავლისთვის, ხელს გვიშლიან . მე კი არ მინდა ჩემს შვილს იგივე კითხვა გაუჩნდეს ჩემი თაობისადმი რაც მე წინა თაობისადმი მაქვს „ რას აკეთებდით როცა ქვეყანა ინგრეოდა და მომავლის მაგიერ წარსულში მიდიოდა“, მინდა რომ ამ კითხვის მიზეზი არ ჰქონდეთ და არც სადმე სხვაგან გარბოდნენ სამუშაოდ და სასწავლად, მინდა ჩვენთან იყოს ისეთი განათლების სისტემა რომელიც აქ მოიზიდავს უამრავ უცხოელს და კონკურენტურიანს გახდის „ქართულ შრომას“, სწორედ ძლიერი და სწორი განათლება მოგვიტანს ასეთ მომავალს . ყველაფერი მეორეხარისხოვანია თუ განათლებული ადამიანებით არ გამდიდრდება ეს ქვეყანა.

Liczba odwiedzin: 26
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut