გარეთ ქარია, მე კი წერილს გწერ
მინდა მოგიყვე, სად ვარ და როგორ...
ქარს გავატანო ჩემი ტკივილი
უკანასკნელი ტკივილი მხოლოდ
შენ არ გეწყინოს....ფიქრმა დამღალა,
ვეღარ გაუძლო გულმაც ამ ცრემლებს
და მიღალატა, როგორც იუდამ...
და მაინც ისევ იმედს ვაშენებ
იმ დანგრეული სასახლის ნაცვლად...
შენ კი წერილს გწერ...უფერო ღამემ
უსიტყვოდ გულში დაიდო ბინა,
შენგან დუმილი ვისწავლე მხოლოდ
და ახლა ცრემლად ფიქრები ცვივა...
შენ კი შენ შორსა ხარ...
და მაინც ახლოს...
გული მღალატობს...
გული მღალატობს...
ლურჯო ფერიებო რატომ მოიწყინეთ?
გინდათ ჩემი ცრემლით უმალ დაგასველოთ?!
ოღონდ გეხვეწებით ფრთები არ დახაროთ,
მერე მოვკვდები და თქვენ კი მომეფეროთ.
ლურჯო ფერიებო ერთხელ გაიღიმეთ,
იქნებ ეგ ღიმილი სულში გამიწვიმდეს,
ახლა მასზე ფიქრებს ბუდე ავუშენე,
ხო და სიყვარული ძიძად მივაბარე.
ლურჯო ფერიებო მოდით,წამიყვანეთ,
ხელი ჩამკიდეთ და გზები გამიკვალეთ,
მერე მის ეზოში ერთად ამოვიდეთ,
იქნებ მომწყვიტოს და იქნებ შევუყვარდე.
ფიქრებში გართული ოცნებას მივყვები,
ცხოვრება ჩამივლის გვერდს,
ისევ მარტოობა, ისევ უშენობა,
მაინც არ ვემდური ღმერთს.
ნათლად დაგანახე ეს ჩემი სამყარო,
თუ როგორ არ ვგავარ სხვებს,
შენ კი ვერ გამიგე და ზურგი მაქციე,
მე ისევ მარტო ვარ დღეს.
თუ ვერ შემიყვარებ, ბედს შევეგუები
ამას ხომ განგება წყვეტს,
უაზრო იქნება რომ გაგინაწყენდე,
სიყვარულს მივანდობ ღმერთს.
მაგრამ უშენობის ტკივილი გულს მიკლავს,
მალულად მოვიწმენდ ცრემლს,
უფალს შევღაღადებ ციდან დაგიფაროს,
ყოველთვის შენ სძლიო მტრებს.
შენი შეცოდება არაფრად არ მინდა,
არც ყალბი სიტყვების მწამს,
შენ რომ გყვარებოდი არ მიმატოვებდი
და არ წაყვებოდი სხვას.
ამ რთული ცხოვრების სიყალბით გადაღლილს,
აღარც სიყვარულის მწამს,
ვბარბაცებ ქუჩაში დაცლილი ბოთლებით,
ვარსკვლავი მინათებს გზას...
რად ველოდები გათენებას, როგორ გგონია?
ანდა სიცოცხლე რისთვის მინდა ქვეყნად, ნეტავი?
მახრჩობს უშენოდ მონატრება და აგონია,
ვისერავ სხეულს, ამ ძვალ-ხორცში ვეღარ ვეტევი!..
მო... შემომიხსენ დაზაფრული სარკმლის მინები,
მო... გამინათე ეს სიბნელე, ასე აშარი,
მო... თორემ შენგან დავიწყებით გავიყინები,
მო... სანამ სევდამ საბოლოოდ სულ არ დამშალა...
შემოგეხვევი ყელსაბამივით,
ყელზე დაგიბნევ ამბორს...
,,შემოეფრცქვნება მაგ ვარდს ფურცლები"!-
ქარი გზა და გზა ამბობს.
წვიმა წამოვა ნიაღვარივით
ჩამოგეღვრება მხრებზე,
,,დაეჭმუჭნება კაბა პეპელას
ხელი არ ახლოთ ფრთებზე!"-
ისევ თავისას გაჰკივის ქარი,
წყრომით აწყდება ქუჩებს.
...რა სანეტარო სითბო ჰქონია
ოდნავ გაპობილ ტუჩებს...
წვიმას გავყევი ფეხაკრეფით
წვიმას გავყევი ფეხაკრეფით
წვიმას გავყევი ფეხაკრეფით
მე შენ მიყვარხარ!