Właściciel bloga: alexXx

alexXx
34, Tbilisi, Gruzja

25.11.2015

მერსედეს-ბენცი გერმანული ავტოგიგანტის - „დაიმლერის ავტოკორპორაციის” (Daimler AG) ლეგენდარული ბრენდია. ინოვაციების დაუოკებელი ძიების შედეგად „მერსედეს-ბენცი” იქცა მსოფლიოში პირველ საავტომობილო მარკად, ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტიული, მდგრადი და ელეგანტურიავტომობილი. დღეისთვის მერსედეს-ბენცის სამარკო ნიშნის ქვეშ მზადდება ფართო არეალის და დანიშნულების ტრანსპორტი: სამგზავრო მსუბუქი ავტომობილები, სამგზავრო/სამხედრო მსუბუქი ყველგანმავალი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, მინი-ვენები და ა.შ.

ბრენდის სახელი - „მერსედეს-ბენცი” წარმოიშვა 1926 წელს ორი ბრენდის – მერსედესისა (დაიმლერ-ძრავების საზოგადოებაDMG) და ბენცის (ბენცი და კომპანია Benz & Co.) შეერთებით. თავდაპირველად ჯერ კიდევ 1890 წელს დაარსებული „დაიმლერ-ძრავების საზოგადოება” მის მიერ პროდუცირებულ ავტომობილებს მერსედესის სახელით არ ყიდდა. მერსედესის როგორც ბრენდის სახელის წარმოშობა ბიზნესმენ ემილ ელინეკთანაა დაკავშირებული,…


გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლისმღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო.1900 წელსტაბიძე ჩაირიცხაქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.1908 წლიდანსწავლა განაგრძოთბილისის სასულიერო სემინარიაში.19101911 წლებშიმუშაობდა მასწავლებლად.19171918 წლებშიიმყოფებოდამოსკოვსადაპეტროგრადში.1914 წელსგამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო1919 წელსგამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს.1919 წლიდანცხოვრობდა და მოღვაწეობდათბილისში.1922-1923 წლებშიგამოსცემდა"გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს".1924 წელსიგი იყო ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი ფუძემდებელი.1935…


გამოუძინებლობა - გულის მტერია
ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დღე-ღამეში 7 საათზე ნაკლები ძილი მიოკარდის ინფარქტს იწვევს

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ სრულყოფილი ძილი ხელს უწყობს ბუნებრივ ბალანსს და ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას. ძილის ნაკლებობა კი პირიქით, არტერიებში სისხლის შედედებებს იწვევს, რაც ძალიან საშიშია.

ამიტომ, აქტიური საქმიანობისათვის მთლიანად რომ აღდგეს, ორგანიზმს არანაკლებ 7 საათიანი ძილი სჭირდება


თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა... და თბილისს ებურა…


მარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა!
მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა);
საუკუნეთა სათვალავი მეკარგებოდა;
ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან.

მე მოვდიოდი სამშობლოსკენ გზებით ირიბით,
ჰაერში კვნესდა დაწყვეტილი წვიმის სიმები
დასასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგით
მე მომყვებოდნენ დასტიროდნენ სერაფიმები.

ასე სტიროდნენ: “ოჰ! შეხედეთ! აი, ეს არი!
იყავ ნაზი და ახალგაზრდა - როგორც მაისი,
დადაფნულ გზაზე მიდიოდი, ვით კეისარი,
შენს მოვლენაში კრთოდა ცეცხლი უზენაესი.

ცხოვრება შენი იყო მწველი ალერსი ქალის,
თვით ბოროტება საქართველოდ ნაანდაზები
შენში ბადებდა სიმხურვალის დაუმქრალ ხალისს,
და შენ,მწყურვალემ, გამოცალე ყველა თასები!

ყოველი წვეთი სავსე იყო უმძაფრესი შხამით;
ლურჯა ცხენებით თუ გაფრენდა გრძნობათ სინაზე,
იყავ საოცრად მოხიბლული ასეთი ღამით
და უაილდის ყვავილივით დაეცი გზაზე.

ცაცხვები დგანან შენს საფლავთან, ვით კენტავრები,
მათ სიბნელეში, ნისლიანი და უეცარი,
გამოჩნდებიან პოეზიის თანამგზავრები,

სდგანან მწუხარედ და იტყვიან: აი, ეს არი!” 


 ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,

მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.

 და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.

შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.

ეხლა... თოვლში, ჩაფლული, უნუგეშოთ შთენილი,

იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი... 


 სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში 

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ! 
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, 
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია 
და შორეული ცის სილაჟვარდე. 

შემოიღამებს მთის ნაპრალები, 
და თუ როგორმე ისევ გათენდა - 
ღამენათევი და ნამთვრალევი, 
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან! 

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი 
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით! 
შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის 
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით! 

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები 
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, - 
ღამენათევი და ნამთვრალევი 
სავსეა ცრემლთა შურისძიებით! 

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები? 
შენს მოლოდინში ასეა ყველა? 
სული, ვედრებით განაოცები 
შენს ფერხთით კვდება, როგორც პეპელა. 

სად არის ჩემთვის სამაგიერო? 
საბედნიერო სად არის სული? 
ვით სამოთხიდან ალიგიერი 
მე ჯოჯოხეთში ვარ დაფარული! 

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე 
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება, 
განსასვენებელ ზიარებაზე 
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება! 

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით 
გამაქანებენ სწრაფი ცხენები! 
ღამენათევი და ნამთვრალევი 
ჩემს სამარეში ჩავესვენები. 

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ! 
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, 
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია 
და შორეული ცის სილაჟვარდე.


 Me da Game


მეძლიერმიყვარსიისფერთოვლის

ქალწულებივითხიდიდანფენა.
მწუხარეგრძნობაცივისისოვლის
დასიყვარულისასემოთმენა.
ძვირფასო! სულიმევსებათოვლით:
დღეებირბიანდამევბერდები!
ჩემსსამშობლოშიმემოვვლემხოლოდ
უდაბნოლურჯადნახავერდები.
ოჰ! ასეთიაჩემიცხოვრება:
იანვარსმოძმედარვეძნელები,
მაგრამმემუდამმემახსოვრება
შენითოვლივითმკრთალიხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავშენსხელებს,
უღუნოდდახრილსთოვლთადაფნაში.
იელვებს, ქრებადაკვლავიელვებს
შენიმანდილიამუდაბნოში...
ამიტომმიყვარსიისფერთოვლის
ჩვენიმდინარისხიდიდანფენა,
მწუხარეგრძნობაქროლის, მიმოვლის
დაზამბახებისწყებადდაწვენა.
თოვს! ასეთიდღისხარებამლურჯი
დადაღალულისიზმრითდამთოვა.
როგორმეზამთარსთუგადავურჩი,
როგორმექარმა


06.07.2009

 მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე 
მახვილს ვფერავდი, 
შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი 
ფერად-ფერადი. 
მიყვარს ამ ხმის გაგონება, 
რადგან ვერრათი 
ვერ წავშალე მოგონება 
ფერად-ფერადი. 
შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი 
ბედისწერამდი, 
სად არ დამდევს მისი ჩრდილი 
ფერად-ფერადი. 
იყოს ისე , როგორც დარჩა 
ამიერამდი,- 
ჩემთვის- ძონძი, შენთვის- ფარჩა 
ფერად-ფერადი.


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut