Właściciel bloga: nata25

nata25
42, Kutaisi, Gruzja

21.12.2013

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვარ გხედავ,როგორც სიცივეს!
გარეთ კი წვიმითსველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე
და ხმაურს ვიწყებ....
გათავდა..აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე,მხრებზე,მუხლებზე...სულში...
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც,ქუჩაც,ფოთოლიც,წვეთიც...
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!....


მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის ,
როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა...
მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა ,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან.....სიყვარული დაგაკლდეს როცა ,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ.
მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის ,
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა ,
მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.
თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო.
იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა
გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს,
ისე დამღალა ოცნების დევნამ
ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო...
დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა
დროვე წაიღებს,,,იყოს...
ჩემსავე გულში დავიმარხები
ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ !!


12.05.2013

მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და სიგიჟე ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,
აი ეს არის მწარე სიმართლე ..!!!


08.11.2012

me ar movkvdebi, gardavicvlebi, usasrulobis shevcurav zgvashi,



me mxolod binas gamovicvli da dedamiwidan aval zecashi.


me ar movkvdebi, gardavicvlebi, albat daswydeba uamravs guli,



magram me mxolod saxes shevicvli, shenshi darcheba es chemi suli.



tu ar damcalda mosvla shenamde, piqrmac satqmeli bolomde ver tqva,



chveni ertoba ar damtavrdeba, zecidan mainc viqnebi shentan ::(:(!!!!!!!!


07.11.2012

შენ გიჟი ხარ...
როცა გხედავ მეც მაგიჟებ...
შენთან რომ ვარ,
სისხლი გულში კოცონს მინთებს...
როცა ველი შენს მოსვლას და
შენს ნაბიჯებს...
ვფიქრობ,
როგორ მოვეფერო შენს ნაზ თითებს...

მეც გიჟი ვარ...
და უშენოდ როგორ გავძლო...
მინდა,
ისევ მაგიჟებდე, აქაც, იქაც...
ეს ცხოვრება,
მხოლოდ შენთან, შენთვის განვლო...
მე ხომ,
მხოლოდ ეგ სიგიჟე შენი მიყვარს...

ჩვენ გიჟი ვართ...
და სიგიჟეს თავის დრო აქვს...
არ გვჭირდება,
უმიზეზოდ ხვეწნა, ფიცი...
შენ რომ ფიქრობ,
ეგ ფიქრები, ქარს აქ მოაქვს...
ქარს მოჰყვები,
გამაგიჟებ ისევ, ვიცი...


შემოდგომის ფოთოლცვენის დარი ხარ,
სულში გიზის ცისარტყელას ფერები,
ხან მომღიმარს, ხან რატომღაც მოწყენილს,
ვერ გავძლებ და თმებზე მოგეფერები.

შემოდგომის ორომტრიალს გადარებ,
სევდის წვიმა ვერასდროს შეგეხება,
მაგრამ მაინც ვეჭვიანობ ბავშვივით,
რომ ეს ქარი ჩემს მაგივრად გეხება.

ღვინით თრობა მგონი ახლა დავიწყე,
მაპატიე, ლექსი ზღვარს გადავიდა.
სიყვარულის სადღეგრძელოს გთავაზობ,
მერე რა რომ ღვინობისთვე გავიდა


ო, იცი როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით,
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი.
მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი ღიმილიც ფართო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,
შენი კისკისიც მართობს.
მე შუქი მიყვარს შენი,
რა არის მისი ფასი.
მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
მთელი გრძნობით და ძალით
მთელი სამყარო ვრცელი,
შენით არსებობს ჩემთვის.
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ,
მიყვარხარ ცხადად და მალვით,
როგორც აროდეს არვინ
არ ჰყვარებია არვის...


მაკოცე!…
დაირღვევა მისჯილი დუმილი,
მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის
წყურვილი…
მაკოცე, დავივიწყებ დაკარგულ
საათებს, არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე
დამთავრდეს…
მაკოცე…
შენს თვალებში ნაღველი
ჩამდგარა,
გაკოცებ!… მეც მოგირჩენ ტკივილებს
პატარავ…
ღამდება, მთვარის შუქი ცის
ჩრდილებს აცოცხლებს,
ვიძინებ, გევედრები ძილის წინ
მაკოცე, ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც
კი მაცოცხლებს….


როგორ აუტანლად მენარტები...
როგორ გაუძლებლად მყვარებიხარ!
საწერ მაგიდაზე ქაღალდები.
სადღაც ორი სიტყვით დამცდენიხარ.
მაინც აღარ ვიცი რა ვინატრო.
რაღაც სიყვარულში ვერ ვივარგე...
წიგნში ჩადებული სანიშნივით
სადღაც შუა გვერდზე დავიკარგე...
გარეთ წვიმაა და სამხილს აქრობს...
(ქვებზე სველდებიან ქაღალდები
როგორ გაუძლებლად მყვარებიხარ...
როგორ აუტანლად მენატრები !!!!!


15.05.2013

არ მინდა დაგკარგო და მერე მივხვდე,რომ
შენს მზერას შეეძლო ჩემი მზეც ეხილა...
და თუკი ტკივილი არის დღეს საჭირო
მტკივა ვთქვა ჯობია ვიდრე ვთქვა-მეტკინა!
არ მინდა წახვიდე და მერე აღმოჩნდეს, რომ შენს სუნს მივტირი აშლილი ქარივით...
შეგრძნება არ მინდა ვიწვნიო სიშორის
ძაძებში გახვეულ იმ ქვრივი ქალივით!
არ მინდა გაქრეს და მერე კვლავ აღმოჩნდეს,
რომ შენთან დღეს ერქვა -დღე ლურჯი ზღაპრების...
დარჩი და ბოლომდე მიმიშვი შენს სულთან
და ვნახოთ ერთმანეთს სადამდე გავყვებით!
დღეს ვხვდები შეეძლო ჩემს ფიქრს და ოცნებას
დარბის და ერბინა...ტირის და ეტირა... არ მინდა წახვიდე...ამტკივდი თუკი გსურს,


← poprzednia 1 2 3 4 5 następna
Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut