Właściciel bloga: aMIRZAde

aMIRZAde
53, Fribourg, Szwajcaria

17.11.2021


მენატრებიო რომ გითხრა ბანალური იქნება, რადგან თითქმის ყოველ დღეს მოდიხარ ჩემთან, მაგრამ სანამ მოხვალ თითქოს ვშფოთავ და ადგილს ვერ ვპოულობ, ვმოძრაობ წინ და უკან, ვღელავ, ალბათ შეხვედრის მოლოდინში. როცა გამოჩნდები ჩემკენ მომავალი, გავირინდები და შენი ტანის რხევას ვაკვირდები, ჰაეროვნად მოდიხარ ჩემკენ, მიღიმი, მესალმები, თვალს შემავლებ შენი წასვლიდან რამე ხომ არ შეცვლილა ჩემში. არა მე არ ვიცვლები. მერე როგორც ყოველთვის, ტანისამოს იხდი, გაშიშვლდები, ახლოს მოდიხარ და თითებს ვატოლებთ ერთანეთს, თითებით შეიგრძნობ ჩემი სხეულის ზედაპირის მდგომარეობას. მომენდობი და ჩამეხუტები. მე შენს გამოკვლევას ხელის თითებით ვიწყებ, თითოეული თითის ფალანგები ძვირფასია ჩემთვის, ხელის მტევნები მოწყვეტილი, ფართოდ გაშლილი მკლავები... მთელს შენს სხეულს ვგრძნობ, ფეხის თითებით დაწყებული თმებით დამთავრებული. მთელი სხეულით გეტმასნები, მკლავებზე გიწვენ და თვალებში გიყურებ... შენ ჩემს სულში იხედები და მეც სიამოვნებით მინდა გაჩვენო, ჩემს სულის ფსკერზე, ფერადი კენჭებივით მიმოფანტული ჩემში არსებული გრძნობები.. ღამით მოსვლა უფრო მიყვარს შენი, ღამე უფრო გახსნილი მეჩვენები, ნეტარებში ხარ, როცა სულ შიშველი ჩემს მკერდზე მოთავსდები. თავს ისე გრძნობ როგორც ემბრიონი დედის საშვილოსნოში, უწონადობაში რომ ლივლივებს. მე ძალიან გიფრთხილდები როგორც იმ ნივთს, არქეოლოგი რომ აღმოაჩენს წარსულში ძვირფასს და დღევანდელობაში მივიწყებულს, თუ დაკარგულს. გამუდმებით შემიძლია გესაუბრო, მაგრამ მე მოსმენაც მინდა შენი, რადგან ყოველ მოსვლაზე თავიდან ვიწყებ შენს გაცნობას. ხანდახან სევდაც მომაწვება, ეს მაშინ ხდება, როცა შენ მიდიხარ ჩემგან, იქნებ გინდა დარწმუნდე თუ მოგენატრები? მე ეს უფრო მაბრაზებს და კალაპოტიდან გადმოვდივარ, მოგდევარ, გეძახი, ვღმუივარ და აქეთ-იქეთ ვაწყდები. შენსკენ ლტოლვაში ვიმსხვრევი როგორც მინა, ათას ნაწილებად. მერე მთელი ღამე უძილო მყოფი ვიცლები და ვიღლები ემოციებისგან და შენც მოდიხარ ისევ... მენატრებიო რომ გითხრა ბანალური იქნება...

P.S. ზღვა ღელავს, ქარი ბობოქრობს, მენავეები ტირიან... https://www.youtube.com/watch?v=BtVbGwGnInE


სადღაც ვარ, კედლები თეთრად შეღებილია, ორი კარებს შორის ვდგევარ და ველოდები, მალი-მალ კარები იღება და თეთრხალათიანები გამოდიან ერთი კარებიდან და მეორეში შედიან, ან პირიქით. მე ველოდები, არ ვიცი რას, მაგრამ ვიცი რომ უნდა ველოდო, აფორიაქებული ვარ, ადგილს ვერ ვპოულობ, თითქოს გაქცევაც მინდა , მაგრამ ველოდები. იმავე ოთახში სკამები დგას და ქალები ჩამომსხდარან, ალბად ესენიც ელოდებიან. ხანდახან გამომხედავენ და შემდეგ რაღაცას ჩურჩულებენ. თითქოს ჩემზე, რადგან ისინი ხვდებიან რომ ველოდები რაღაცას, მე კი ვერ ვხვდები რას ველოდები. ამასობაში ერთი კარები იღება და თეთრხალათიანი შემოდის, მას ხელში პლასმასის ვედრო უჭირავს, შემომხედა და ვედრო შემომაჩეჩა_ აჰა წაიღეო... მე ვედროს ვართმევ და მივდივარ, დავდივარ ოთახებში…


როცა ისევ რატომღაც მოგინდება მოუსმინო ამოჩემებულ სიმღერას, დაჯდები იატაკზე და ამოალაგებ ძველ წერილებს წასაკითხად, იქვე სადმე გაცრეცილ დაჭმუჭნულ ფურცელზე დაწერილ ჩემს წერილსაც მოჰკრავ თვალს და გაიფიქრებ: “ამას აქ რა უნდა?“ მერე დაიწყებ კითხვას და გადაირბენს შენს ბაგეზე ღიმილი.მეც ასე მემართება ძველ წერილებს რომ ვკითხულობ. ზოგი ძვირფასია, ზოგი კიდევ ბავშვური. ბევრი კიდევ ის წერილებია რომლებიც ადრესტატს არ მიუვიდა. არა იმიტომ რომ კონვერტი არ იშოვებოდა, უბრალოდ გამბედაობა არ მეყო რომ გამეგზავნა. ამ წერილს კიდევ მომავლიდან გწერ, შენ რომ მოგივა უკვე მრავალი წლის დაწერილი იქნება, შენ აღარ იქნები გოგონა რომელიც ელოდება. არამედ ის ქალი რომელიც ამოჩემებული არასოდეს მოსწყინდება, რადგან “ის მისია.“


ამ…



"მარშუტკაში" ვზივარ და თბილისში მივდივარ, იქედან კიდევ ესპანეთში. ოჯახი ამოვიდა; ქმარი, ცოლი, დედამთილი და ორი პატარა ბავშვი. პატარა ტირის ვერ აჩერებს დედა, ვხვდები რომ ძუძუ უნდა, დედამისიც ხვდება, მაგრამ მგზავრების ერიდება. მაგდა გამახსენდა პატარა რომ იყო, ისიც როცა ვმგზავრობდით სულ ძუძუს ითხოვდა. გაწვალებული ყავდა ხათუნა. მასაც ერიდებოდა, მაგრამ რა ექნა?
ლამაზია დედა ჩვილით ხელში, როცა ძუძუს აწოვებს. რაღაც ძალიან მოკრძალებულებას განვიცდი ამ დროს. ფეხმძიმე ქალიც ლამაზია, არ ვიცი რატომ, თუ მე მგონია ასე. მოგონებებში ვიძირები მთელი გზის მანზილზე ვიხსენებ განვლილ ცხოვრებას. შეცდომებს, წარმატებებს..თბილისში ტრანსპორტს ვიცვლი, აეროპორტისკენ ავტობუსით მივდივარ. ჩემს უკან ახალგაზრდები ხმამაღლა საუბრობენ ტელეფონზე. ორი ბიჭია და გოგონა…


ახლა მინდა წერილი მოგწერო, დიდიხანია არ მომიწერია შენთვის, ბოლოს 20 წლის უკან მოგწერე, არ გამომიგზავნია, თუმცა არცერთი წერილი შენდამი მოწერილი არ გამომიგზავნია. ერთხელ მითხარი რომ წერილი გამომიგზავნე და არ მოგსვლიაო? არ მომსვლია...ისიც ვიცი რომ არც გამოგიგზავნია. შეიძლება რომ დაგიწერია და აღარ გამოგიგზავნია. მეც ხომ ეგრე ვშვებოდი. ეს წერილიც არ მოგივა, რადგან არ გამოვაგზავნი. ან რად გინდა ჩემი წერილები? ყველაფერი მოგონებებში დარჩა და წარსულის ნაწილად იქცა. ცოტა ხნის უკან გაგიხსენეთ მე და ხ-მ. მკითხა როგორ შეგიყვარდაო? ვერ წარმოუდგენია რომ შემეძლო შენი შეყვარება. ვუპასუხე რომ ძალიან ყურადღებიანი იყავი ჩემს მიმართ და ამიტომ, კიდევ იმიტომ რომ ლამაზი თვალები გქონდა, ძალიან ლამაზი თითები.…


1

- უკაცრავად. თქვენი სახელი?
- გოჩა
- გვარი?
- ჩოფიკაშვილი.
- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
- თექვსმეტის.
- შეყვარებული თუ გყავს?
- შეყვარებული?
- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
- რავი აბაა!
- რა ჰქვია?
- ვის?
- შენს შეყვარებულს.
- არ ვიცი.
- როგორ, სახელი არ იცი?
- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2
- მართა პირველი.
- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
- მართლაა?
- ძალიან მომწონს.
- უი, დიდი მადლობა.
- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?
- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?- არა, მე გათხოვილი…


წვიმს ახლა და ვგრძნობ რომ ჩემთან აღარა ხარ, მიმატოვე ისე როგორც გადამფრენმა ფრინველებმა იციან შემოდგომით თავიანთი სამფლობელოს დატოვება და მიფრინავენ თბილ ქვეყნებისკენ. ჩემთან რომ იყავი, მაშინ მზე ანათებდა ჩემს გულში. შენი სილამაზე მათრობდა და ხმა მატკბობდა, ვსვამდი ამ სასმელს და ვიყავი მთვრალი. არ მადარდებდა ჩემს ირგვლივ ბეღურები, ის უბრალო ჩიტუნები.

ალბათ მალე მოთოვს და იქნება ყინვა მარტოობის, გაცივდება ჩემი გულიც და ვეღარაფერს ვიგრძნობ, დადუმდება ჩემი გული და აღარ იჩქეფებს ჩემს ძარღვებში სისხლი...
სხვა რა გზაა დაველოდები გაზაფხულს...
მაგრამ ეს რა არის? რა ხმაურია? რა ჟღურტულებს დილით ჩემს სარკმელთან? ბეღურა! პაწაწუნა ბეღურა მოფრენილა და მეუბნება, რომ მე არ ვარ მარტო,…


არც ვიცი საიდან უნდა დავიწყო ან რა უნდა დავიწყო. რა დავარქვა ამ გრძნობას ისიც არ ვიცი. მაგრამ ტკივილს ვგრძნობ და იმასაც ვგრძნობ რომ აღარ გჭირდები. მაგრამ ადრე არ იყო ეგრე, ადრე ბავშვობაში. მაშინ როცა პატარა იყავი. როცა დამინახავდი შენს თვალებზე აციმციმებულ სიხარულს და ღიმილის ნახვას არაფერი სჯობდა. ხელებს გაშლიდი და იწვდი ჩემსკენ ჩასახუტებლად, მეც ჩაგიკრავდი დიდი ხნის მონატრებული. მერე ცისკენ ხელებგაწვდილი ტრიალებდი და შენ ცეკვავდი ვალს, მეც მომინდებოდა მეცეკვა შენთან ერთად, მაგრამ, აბა სად მე და სად ცეკვა? არადა ძალიან მინდოდა და საუკეთესო მასწავლებლებთან დავიწყე სიარული...ამისგან არც არაფერი გამოვიდა, მაგრამ მე ხომ ვცდილობდი...

ღამეს როცა დასაძინებლად წვებოდი თითქოს მესმოდა,…


რვა საათი ხდება.


25.09.2012


...და მე ვატყობ რომ მალე ჩემი დროც გავა, ისევე როგორც შენი დრო გავიდა.იმას რასაც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ერთ წამში დადგა. მოვარდი ჩემთან გადამეხვიე და ყურში ჩამჩურჩულე: „მშვიდობით...“მე გავხევდი, ვერაფერი მოვიფიქრე ხელები გამოგაყოლე მხოლოდ, ხელებს მუდარა, მუდარას გული. შენ წახვედი და ჩემი გულიც წაიღე, მე აღარ მინდა აქ, მინდა გამოგყვე, მაგრამ ეს ჩემი ნება არ არის...ჩემი მხოლოდ ის გრძნობაა რომელიც მთელი ცხოვრება ყალიბდებოდა ჩემში. პირველად რომ დაგინახე, მაშინ მივხვდი რომ სწორედ შენ იყავი ის, ვისთვისაც დავიბადე ამ ქვეყანაზე. შემამჩნიე რომ გიყურებდი, დამაცქერდი და ალმური მომეკიდა, თვალი ვერ გაგისწორე. მის მერე სულ მალვით გიყურებდი, გათვალიერებდი და სიხარულისგან მეშვიდე ცაზე დავფრინავდი. თუნდაც…


← poprzednia 1 2 3 4 następna
Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut