Właściciel bloga: Elene Ashortia

Elene Ashortia
31, Kutaisi, Gruzja


22.12.2011

"მე ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს ჩემს გარშემო, მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანი მიყვარს ჩემში.


მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ,

იქუფრებიან თვალები ნისლით.

თუ გავამსხვრიე განგების ღობე,

პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.


ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს,

სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს.

თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი,

პირველად დედას დავუკრეფ იებს.


03.03.2012

დედა,დღეს რაღაცა უნდა გთხოვო
უნდა გამიხდე ამის თავდები,
რომ არასოდეს არ დაბერდები
რომ არასოდეს არ დამთავრდები!
დღეს მომენატრე როგრც არასდროს
ვეღარ ვმშვიდდები ვეღარ ვწყნარდები
სულგაყინული როგორც ყოველთვის,
უნდა გამათბო ნუ დამზარდები
.დედა უშენოდ გავვერანდები
დედა უშენოდ გავნიავდები,
ვიწყები ფიქრით ვიწყები ლოცვით,
მერე ცრემლით და ნატვრით ვმთავრდები.
მანამდე ვიდრე მომედარდები
შენ ხომ იცოცხლებ,შენ ხომ იქნები?
უნდა გამიხდე ამის თავდები!


05.11.2011

ნამდვილი მგელი სხვა ხმაზე ყმუის, ნამდვილი კაცი გულით მგელია, კაცურად ცხოვრობს, არასდროს ტყუის, უჭირს და მაინც ბედნიერია. ომი მოიგე შენზე ძლიერთან და არ დაჩაგრო სუსტი უძლური, მგლის გული გქონდეს, თორემ მერწმუნე, ძაღლმაც კი იცის მგლური ძუნძული!!!


26.06.2011

მიჯობს, მაცდური სათნოების მერქვას მონა და ჩემს უკაცრიელ გულში წყენა ვერვინ დატიოს, დაე, სიყვარულს გადაბრალდეს ცოდვის ქონა და შენ გეპატიოს ყველაფერი, შენ გეპატიოს! თუ კვლავ გწადია ჩემს ტკივილში ეძიო ტკბობა, ის მიჯობს მომკლა, ვიდრე ჩვენში მეფობდეს მტრობა!


26.06.2011

აღარ იტირო… მე რომ ვტირი ისიც მეყოფა დრო გარბის ხედავ?გზები უკვე მართლა გვეყოფა აღარ იტირო… ჩემი გული შენთან დარჩება ცრემლებით მაინც არაფერი არ გადარჩება


24.06.2011

,,წვიმს . . . __
ყველას ჰყოფნის სევდა თავისი,
ისე არავის ტოვებს ტიალი...
მაგრამ, ხომ არის აპრილ-მაისიც __
დრო სიყვარულის და ხეტიალის.
დრო, როცა ნუში ჰყვავის საყვარლად,
დრო, როცა მღერის თხმელის
ტოტებიც . . .
თუ მოგენატრო, ისევ აქა ვარ,
ისევ მარტო ვარ
და. . .

გ ე ლ ო დ ე ბ ი .."


24.06.2011

იმედი ხმელი ფოთლებივით ეცლება ლოდინს და შემზარავი მარტოობის ზამთარიც მოდის...


24.06.2011

დიდი ხნის შემდეგ... როცა წლები მოღლიან მუხლებს და წამოდგომაში დამეხმარები, როცა თვალებს ფერი გაუხუნდებათ – მითხარი, რომ ისევ გიყვარვარ...დიდი ხნის შემდეგ როცა უსუსური, ხორცნაკლული თითებით შეგეხები სახეზე და თვალებში ჩაგხედავ მითხარი, რომ ისევ ლამაზი ვარ


← poprzednia 1 2 następna
Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut