მიდი იფიქრე აქ ვარ დაგიცდი
33, Tbilisi, Georgia

მე დღეს აღარ მაქვს დიდი დრო ფიქრის,
ჩემი ფიქრები ვხედავ სად მიქრის,
რისთვის წამართვი ფიქრიც და სევდაც,
მე შენთვის ტკივილს ავიტან ბევრსაც.

შენმა თვალებმა ამ ჩემს გულს უხმო,
ძგერა შენელდა, გახდა სულ უხმო,
მგონია მკერდში გული მაქვს ძველი,
ეს მომაკვდავი, შენს სიტყვას ველი.

დროს რა გაიყვანს ლოდინით ვწუხვარ,
თვალებში გიყურებ ცაში ვარ ვქუხვარ!
რომ შეღრუბლულხარ, ვეღარ გცნობ ვინ ხარ,
ცრემლად იღვრები და ციდან წვიმხარ.

მიწად გამიშვებ? მელიან ქვიშანი,
მითხარი რამე, მომეცი ნიშანი,
ნეტავ რას ფიქრობ ან რად განიცდი,
მიდი იფიქრე, აქ ვარ დაგიცდი.

გონს მოდი ძვირფასო მითხარი რამე!
განა როდემდე დაგვიცდის ღამე,
ან განა მეც რაღამდენს გავძლებ,
მიდი იფიქრე, სიკვდილს ხომ დავძლევ.

ზურგიდან მქაჩავენ ვერ ვუძლებ ტკივილს,
შენი შემყურე ვიკავებ ყვირილს,
რადგან წამართვი ფიქრიც და სევდაც,
მე შენთვის ტკივილს ავიტან ბევრსაც.

სუნთქვა შევწყვიტე გული მაქვს ქვიანი,
ჩემთვის მაინც ვფიქრობ, არ არის გვიანი,
იფიქრე ჩუმად, გარინდებულად,
იქაც მეყვარები კვლავინდებურად.

3 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta