დიდება შენდა უფალო უფალო იესო!!
63, Tbilisi, Грузија

”დიდბა მოთმინებასა,შენსა

უფალო იესო!

ქვეყანა წახდა დამზიმდა,

ბოროტი ამჯობინესო,

ძმა აღარ ინდობს ძმასა და

შვილს დედა აკვლევინესო,

”დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო”!

წაირყვნა ბარი, მთას მისდგნენ,

ბოროტსა აგლეჯინესო,

”დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!”

ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,

რწმენა ურწმუნოს მისცესო,

ურჯულოდ სამშობლო ჰყიდეს,

ოქრო ვერცხლ მოიძიესო,

”დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!”

ჩვილები ყარეს ნაგავზე,

სხეული გროშად ყიდესო,

”დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!”

ღმერთო შენშია სიყვარულ.რწმენა დათმენა იესო!

სამშობლო შენის წყალობით,

ისევ ჩვენ მოგვეც იესო!

ხვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანა,

ჩვენამცა დაგვიბრუნდესო,

დიდება, შენა უფალო,

უფალო ჩვენო იესო!!!

2 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes