ასეთი ვარ
37, Tbilisi, Γεωργία

სინამდვილე ბევრჯერ გამიზღაპრებია,

სიმახინჯე სილამაზით დამიხატავს,

ლურჯ ოცნებას ლურჯი ფრთები დამტვრევია,

საქორწილო ფიქრს გასცლია თეთრი ფატა.

სიძულვილშიც სიყვარული მიძებნია,

ღალატის წილ ღალატს როგორ გავივლებდი.

იქ დავმდგარვარ,სადაც მეტი სიძნელეა,

გოლგოთაზე როგორ გავიაპრილებდი.


მოლოდინი ეჭვებისგან დამიხსნია,

მაინც რწმენად დამისახავს რაც არ მწამდა

და დღეს, ის რაც ჩემი ბედის დაისია,

მომყოლია სიზმარ-ცხადის გასაყართან.


რაღა შემრჩა?-დარდიანი ფოთოლცვენა,

დარდიანი ფოთოლცვენის მუნჯი ფერი...

მე კეთილი ჯადოქრების მაინც მჯერა,

ასეთი ვარ, მაპატიეთ ყველაფერი...

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά