ნეტაი ყორედ მაქცია
63, Tbilisi, Γεωργία

"ნეტაი ყორედ მაქცია,
გამოვდგებოდი ქვადაო"
ქვაცა ვარ სალი კლეც,
ასე მარგუნა ბედმაო,
სალ კლედ ვიქეცი ყოილი,
კაბაც შემადნა ზედაო,
გახუნდა წყალმა წაორო,
ჩემი ქალობის სახეო,
არაგვს ჩავხედე–მითხარი!
რად სამამფრცქვენი ტანზეო,
რა ვარ ან რისთვის დავდივარ
თუ არ მაჩვენე სახეო,
უფრო გამუქდა ტიალი,
არ შამიცოდა ვაჰ მეო!
ჩემი კაბა და ქალობა,
დაღმა მიჰქონდა თავქვეო.



 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά