ასველებდა მწვანე თვალებს ცრემლი
და გულს ღრღნიდა უჩვეულო სევდა,
მან ეხვეწა უსაშველოდ ბევრი
მაგრამ ზარი განშორების მაინც რეკდა.
სიყვარული რომ არ კვდება იცის,
მაგრამ კარგავს სიყვარულს და ამას ხვდება
აღარ ახსოვს შეყვარებულს ფიცი
იშვიათად მაგრამ ალბათ ასეც ხდება
- შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
- ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
- თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
- წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
- როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
- ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
- შენი სხეული ცეცხლად ანთია
- და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
- შემოხეული ღამის ლანდია…
- ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
- თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
- დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
- შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა…
- ახლა შენა ხარ ჩემი ცხოვრება
- და, როცა დილა თენდება, ვხარობ…
- მე აღარ მინდა დროის დაკარგვა
- და რაც დავკარგე იმასაც ვნანობ…
- მე შენ მიყვარხარ და ეს სიტყვები
- ჩემს გამოხედვას დაღად ატყვია…
- შენ ლექსად აღარ გამოითქმები
- და არ დამატყობ გულზე ნატყვიარს…
- და ახლა, როცა ამ ლექსს ბუტბუტებ,
- ჩემი ცხოვრება შენ ხელში ფეთქავს…
- მიყვარხარ, მინდა, ამის გჯეროდეს
- და ამ სიყვარულს პასუხი ეთქვას…
კიდევ ათასჯერ გამოიდარებს,
ცა დაიღვრება ცრემლად და თოვლად..
კიდევ ამოვა ვარდი,გვირილა
მაგრამ ვაი,რომ ჩვენ აღარ მოვალთ..
კვლავ დაამშვენებს ცას ცისარტყელა,
ვარსკვლავებს,მთვარეს კიდევ იხილავთ,
კვლავ გაგვაღვიძებს დილის მზის სხივი,
მაგრამ ვაი,რომ მე ვერ მიხილავთ..
უსიცოცხლობა გაგვიჭირდება,
გულს ეშინია გადავიწყების,
მოდით ,ავიღოთ ხელში ფიალა
ერთად დავლიოთ არდავიწყების..
მოდით ავავსოთ თასი ცრემლებით,
კვლავ გავიხსენოთ წესი ბუნების,
მოდით,წამოვდგეთ ყველანი ფეხზე
და ერთად შევსვათ არდაბრუნების..
ქალი ეულია,თუმცა რჩეულია,
მხოლოდ სხეულია?
ქალი გრძნეულია…
ფიქრად ქცეულია,
სითბოდ ქცეულია,
ძალად ქცეულია,
შენად ქცეულია…
მაინც ეულია.