მე აღსარება მსურს გითხრათ ერთი,
ჩვილი ბავშვია სიყვარული,რომელიც მუდამ მოითხოვს რწევას
მიზეზიანობს,უსაზღვროა ძალაუფლებით,ნანაობს გულის წვიმების ქვეშ ფათერაკს ეძებს,
მინდა ხელუხლებელ კლდოვან ნაპირზე სულ მარტოდ მარტო ვიჯდე
არავინ იყოს ირგვლივ სხვა,ზგვა ოდნავ ტორტმანობდეს მისი ხმაც არ ისმოდეს,
მაშინ ვიოცნებებ შენზე,ზღვის პირზე შენი სახე წარმომიდგება,,,
არ მინდა არც შენი სიახლოვე,არც შენი სიყვარული,არც შენი თანაგრდზნობა
მაღალი ზღვის ნაპირი,თვალუწვდენელი ჰორიზონტი და შენზე ოცნება,,,
გამარჯობა...როგორც კი გავიღვიძე ჩემი ფიქრები ეგრევე შენსკენ გამოფრინდნენ ჩემო მარადიულო სიყვარულო,ხან სიხარული მეუფლება და ხან კაეშანი იმის გაფიქრებისას თუ რას მიმზადებს ბედი,
მე მხოლოდ შენთან შემიძლია ვიცოცხლო სხვანაირად არა,,
გადავწყვიტე მანამ ვიხეტიალო შენგან შორს სანამ არ შევძლებ მოვფრინდე,ისე რომ გულში ჩაგიკრა,მთლიანად ჩემად შეგიგრდზნო და…
იმდენად უფერო ცა იყო,თვალებში სილურჯე მორცხვობდა,ისეთი უთქმელი დღე იყო,თტკივილის ხმაურიც მომწონდა!
მე რომ შემეძლოს ავისრულო ის, რაც მწადია,
მაშინ გავხდიდი ღამეს _ მზიანს, დღეს კი
მთვარიანს,
გადავაქცევდი ამ სამყაროს ასე დარდიანს _
ოცნების ქვეყნად, სადაც ყველა ფხიზლად
მთვრალია,
ადამიანნი მის ქუჩებში ფრენით დადიან
და მათ სულებში მხოლოდ სიკეთის რწმენის
მადლია,
სადაც ცხოვრება ყველა სულდგმულის სულს
უხარია
და მოსაწყენად სულ არავის აღარ სცალია,
სადაც ზეცაზე ცისარტყელების მინანქარია,
იმ ქვეყნად, სადაც ბედნიერია ყველა ძალიან!
მე ასე მინდა, მაგრამ თურმე ეს სიზმარია…
სიკვდილი?ხშირად მინდება
სიცოცხლე?არ ვიცი ხანდახან
სულ ცოტა ალერსი მჭირდება,
რომ არ შევიშალო თანდათან
ხანდახან ხარხარი მინდება
ყვირილი მინდება ხანდახან,
ხანდახან გულიც კი მისკდება,
ლამის შევიშალო თანდათან
ხანდახან სიშორე მაგიჟებს
ჭკუაზე ვიშლები თანდათან
ხანდახან არავინ მჭირდება
მარტოობა მშლის თანდათან.
მადლობა უფალს,რომ არსებობ
ცოდვები შემინდე ხანდახან
მე შენი სიცოცხლე მჭირდება
რომ არ შევიშალო თანდათან
თუ სახეზე შემომხედავ, დაინახავ უცებ ღიმილს,
ვერ მიხვდები, რომ მე ჩუმად ამით ვფარავ გულის
ტკივილს...
გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,
ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება, ჩუმად ჩავიფიქრებ
რამეს...
ვინ რა იცის, როგორ ვცხოვრობ, რად ვიღიმი მუდამ ასე...
არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე,
მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს,
ვერ ხვდებიან, რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს...
ვერას ვამბობ, ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს...
გაიკვირვებთ, ალბათ, ყველა, თუ დავიწყებ უცებ ტირილს...
სევდით სავსე ვზივარ ასე და შევცქერი ზეცას,მთვარეს...
ყველა ჩემი გულისტკივილს მე ვუყვები ამ ჩემს ღამეს...
დასრულდა...დამთავრდა ალბათ ეს ცხოვრებაც...
ჩემთვის ყველაფერი აწი სულერთია...
უძირო ჭაობში ვეშვები ყელამდე
სადღაც, ოაზისში ყვავის მაგნოლია...
დასრულდა, ყველაფერს ხაზი გადაესვა,
იმ გრძნობებს, იმ ლამაზ სიყვარულს საოცარს,
მომკლავს უშენობა, დამღლის უშენობა,
თუმცა..ყველაფერი შენვის სულერთია...
აწი სულერთია...სულ ერთი მიყვარდა,
მხოლოდ მის გამო ხარობდა ქვეყანა,
ლამაზი ფერები გაქრნენ ყველაფრიდან
ნაცრისფერ დღეებს მიქადის ცხოვრება...
დასრულდა, დამთავრდა, დაემხო მსოფლიო,
წარღვნის ქარიშხლები ღმუიან საზიზღრად..
აღარ დაბრუნდები...და მე დავდუმდები...
სინამდვილე ბევრჯერ გამიზღაპრებია,
სიმახინჯე სილამაზით დამიხატავს,
ლურჯ ოცნებას ლურჯი ფრთები დამტვრევია,
საქორწილო ფიქრს გასცლია თეთრი ფატა.
სიძულვილშიც სიყვარული მიძებნია,
ღალატის წილ ღალატს როგორ გავივლებდი.
იქ დავმდგარვარ,სადაც მეტი სიძნელეა,
გოლგოთაზე როგორ გავიაპრილებდი.
მოლოდინი ეჭვებისგან დამიხსნია,
მაინც რწმენად დამისახავს რაც არ მწამდა
და დღეს, ის რაც ჩემი ბედის დაისია,
მომყოლია სიზმარ-ცხადის გასაყართან.
რაღა შემრჩა?-დარდიანი ფოთოლცვენა,
დარდიანი ფოთოლცვენის მუნჯი ფერი...
მე კეთილი ჯადოქრების მაინც მჯერა,
ასეთი ვარ, მაპატიეთ ყველაფერი...
მე სიფრიფანა პატარა ქალი,
შენ გოლიათი ჩემგან ძლეული…
შენ თუ თვლი რომ შენ დამადგი თვალი
ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.
ფერად სათვალით მე არ გიყურებ,
ალბათ არც შენ გაქვს ჯადოქრის ჯოხი,
მოდი და მხრებით გადმომახურე
დიდი იმედის პატარა ქოხი…
მე ვარ ტკივილი დიდი და მცირე
მე ვარ შენს ირგვლივ-ახლოც და შორიც
მე დაგრთე ნება რომ იყო ხიდი,
ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.
შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს
შენ მძლეთამძლე და მაინც ძლეული…
შენ რომ გგონია შენ ამირჩიე,
თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული........
მე ვიმალები იმ თეთრ ყვავილში
მკერდს რომ გიმშვენებს კრძალვით დილამდე,
შენ უნებლიეთ შინ არ გამიშვი
და დანარჩენი ზეცას მიანდე...
მე ვიმალები იმ თეთრ ყვავილში
კოკორს რომ გიშლის ჭკნობის სამანზე,
შენც უცაბედად გულს გადამიშლი
და მარტოობას გამილამაზებ.