მიყვარდები
დღიდან დღემდე
მიყვარდები
ფრთაშესხმულო
ანგელოზო
ციდან ცამდე
მიყვარდები.
გეფერები,
სიზმარშიც კი
გეფერები,
ლურჯთვალება
მშვენიერო
რაღა გითხრა
გეფერები.
გეტმასნები
დილით ადრე,
გეტმასნები
ჩურჩულიდან
ყვირილამდე
გეტმასნები .
მელანდები
ყოველ ღამე
მელანდები
სიცილიდან
ტირილამდე
მელანდები.
მეფერება
შენი სითბო
მეფერება
წარსულიდან
მომავლამდე
მეფერება.
მენატრება
შენი ბაგე
მენატრება,
უსასრულო
ზღვიდან ზღვამდე.
მენატრება
მელანდება
შენი თმები,
მელანდება
მზის ჩასვლიდან
ამოსვლამდე
მელანდება.
ზედ მექცევა
ღამით ცრემლი
ზედ მექცევა
სიფხიზლიდან
სიმთვრალემდე
ზედ მექცევა.
მეწვეტება,
საგულეში
მეწვეტება
სიცოცხლიდან
სიკვდილამდე
მეწვეტება
Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!