ლამაზ ქალს
41, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა და
უკვე შეარქვეს სახელი ცუდი...
ქალი კი არა, მზე თვალს ახელს და
ღრუბლებს უჩნდებათ წამით იარა
ლამაზის თვალში ბეწვი ნახეს და
უშნოს თვალებში ღერიც კი არა.
ლამაზის ბედი დასაგმობია...
ჰაუუუ... რამდენი ჰყოლია მტერი,
ლამაზი ყველას მისი ჰგონია,
დადის ჭორების კორიანტელი.

მას ხარბი თვალთა ორომტიალით
მიაცილებენ მამაკაცები,
განზრახვა მათი ბოროტი არის,
ხომ უნდა სცადონ მაინც საცდელი.
თავნებააო ლამაზი ქალი,
ეს ჭორია და სხვა არაფერი.
მე მაინც მინდა ვიყო ლამაზი,
დაე ჭორებმა სული გასცვითონ,
შენ ერთს გაგანდო ფიქრი ათასი...
ასი ათასს კი ... გული დავწყვიტო!

12 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti