და მაინც ბოლომდე გმირულად ვიბრძვი
33, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

ის ჭრილობაა... მე ვარ მალამო,
ვცდილობ ყოველთვის რამით გაამო,
ის დაავადებაა... მე ვარ წამალი,
ამისთანები მინკურნია ძალზედ მრავალი.

ის ვირუსია... მე ვარ ვაქცინა,
თავისი ტყუილით ორივეს დაგვცინა,
ის ბოროტია... მე ვარ კეთილი,
გული ბოქლომით აქვს დაკეტილი.

ის ეკალია... მე ვარ ყვავილი,
შენდამი გამაჩნია გრძნობა ნამდვილი,
ის ღამეა ბნელი... მე ვარ ნათელი,
ღმერთს ვთხოვ დაგიფაროს ავანთე სანთელი.

მას შენ არ უყვარხარ... მე კი ვგიჯდები,
უზომოდ მენატრები ძალიან მჭირდები,
ამ სიყვარულში ჩავაქსოვე მე ჩემი სული,
მისკენ მიგიწევს მაინც უბადრუკს გული.

ჩემს შენდამი გრძნობას მე ვემონები,
ამასაც მართმევენ ეშმაკისეული დემონები,
შენი სიყვარულით მე ცეცხლში ვიწვი,
და მაინც ბოლომდე გმირულად ვიბრძვი.

4 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti