25.02.2014
...
49, Batumi, Georgia

დედა

მინდვრად დაგიკრეფ ათას გვირილას,
სამოთხის ედემს გულში გაგიშლი,
დედის სიყვარულს სიკვდილს იქეთაც,
სანამ ვარსებობ ვერვინ დამიშლის.

ია-იების კონებს დაგათოვ,
გაზაფხულივით ბობოქრობ ჩემში,
შვილის სიცოცხლეს დედის სუნი აქვს,
საშენო ბინა მოგიწყვე მკერდში.

ყველაზე ღვთიურს,ყველაზე ძვირფასს,
სამშობლოს,მიწას,ბუნებას,ქალაქს,
ის,ვინც ძალიან,ძალიან გვიყვარს,
აქვს დედის სული და დედის ძალა.

დღეს შენი დღეა,როგორც ყოველი
დილა თენდება შენი თვალებით,
ჩემო ცისკარო,ჩემო სიწმინდევ,
ჩემო ლამპარო უკუნ ღამეშიც.

დედა-ლოცვაა,დედა-რწმენაა,
დედა-იმედით მოსული დღეა,
როცა დედა ხარ,როცა დედა გყავს,
შენს ცხოვრებაში მუდმივი მზეა.

ალისა ელიაშვილი

1 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes