ახლა წვიმა წამებივით იმატებს
და მეც ვატყობ სუნთქვა გამიჭირდება,
მე ყველაფერს მხოლოდ შენთვის ვიმეტებ,
თუმცა მაინც არაფერში გჭირდება.
დრო გაიქცა შუაღამით სოროდან,
ურჩი, თანაც გასაოცრად თავხედი,
- შენ..! შეგეძლო ყველაფერი გქონოდა,
თუმცა მაინც არაფრისკენ წახვედი..!
შენ..! შეგეძლო ყველაფერი გქონოდა,
თუმცა მაინც არაფრისკენ წახვედი..!
- შენ..! შეგეძლო ყველაფერი გქონოდა,
თუმცა მაინც არაფრისკენ წახვედი..!