"ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
35, Kutaisi, Georgia

"ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია,
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი,
მომკალით!ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?
თქვენ გაიხსენეთ,ო,გაიხსენეთ,
ო,გაიხსენეთ,ამ სიტყვებს იქთ
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმუ ცრემლით,ვერც ლალის ჭიქით.
რისთვის მიყვარხართ?მე არ მაქვს ნება!
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება-
მაგრამ ამდენ ხნით?მაგრამ ასეთი?
არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევოლვერშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ:მე გთხოვთ,მომკალით!"
 

1 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes