შემოდგომაზე ფოთლები ჭკნება
50, Tbilisi, Georgia

შემოდგომაზე ფოთლები ჭკნება,ერთად ქუჩდება,

 

თურმე ტკივილი კი არ ქრება მხოლოდ ყუჩდება,

 

ციდან რომ თეთრი ფიფქი ცვივა, წამიც დაადნობს,

 

ახლა უშენოდ ისე ცივა როგორც არასდროს!...

 

გაიშლებიან ყვავილები ნაირფერებით,

 

ნეტავ თუ ისევ დავიღლები მათი ფერებით?!

 

დაეკიდება სამკაულად ცას, მზე ფერადი,

 

თუ გამოჩნდები სასწაულად მოგეფერები...

 

შენს თვალებში რომ ანათებენ ათასფერები?!

 

მე იმ ვარსკვლავებს და იმ ღიმილს  მოვეფერები,

 

სევდით  ავსილა მოლოდინის დიდი ფიალა,

 

დაბრუნდი, ოღონდ დამიყუჩე ყველა იარა...

 

უმზეოდ, ცის ქვეშ, ყველაფერი კვდება დუმდება,

 

თურმე ტკივილი კი არ ქრება, მხოლოდ ყუჩდება

 

0 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes