Właściciel bloga: ladd

ladd
46, Tbilisi, Gruzja

18.11.2014

ღმერთო წამიყვანე, როცა წამიყვან..

ღმერთო შემინდე, თუ ვიმსახურებ..
ღმერთო დაგვინდე, როცა ვართ ჭაში,
ღმერთო გვიშველე, როცა ვართ ჯარში..

ღმერთო ნუ დაგვავიწყებ
ერთი პოეტის ნათქვამს:

"დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია,
და შორეული ცის სილაჟვარდე"

მადლობა გალას, მადლობა გალას...
ყოველთვის ჩემში სიბნელეს ფარავს..

ღმერთო, მასწავლე ისე სიყვარული როგორც გალაკტიონმა იცოდა.
მეტს არაფერს გთხოვ ღმერთო..

ანტონინ მარტო, 2014 წელი 18 ნოემბერი.


04.07.2014

"ვაზილინი"-ლთინური სიტყვაა და წინსვლას ნიშნავს!!!!!


ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა კუნძულ კორსიკაზე 1769 წელს.

ის იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი.
მას სურდა მთელი ევროპის დაპყრობა და გაერთიანება.როდესაც მას თითქმის დაპყრობილი ქონდა მთელი ევროპა
და რუსეთის დასაპყრობათ მიდიოდა,ბელგიაში ვატერლოოსთან ბრიტანეთმა და პრუსიამ ერთობლივად შეაჩერეს ნაპოლეონი.ამ ბრძოლას შემდგომ ვატერლოოს ბრძოლა ეწოდა (1815 წელი)

ნაპოლეონის ხმალი



მე ავტომოპასუხე არ ვარ,

მე ვერ გავიმეორებ იმას რასაც ჩემგან ითხოვენ.

და მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო ყველა ცოდვისთვის.
მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო ყველა სიკეთისთვის.
მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო
ჩემი მოსვლით დედაჩემის დაღვრილი სისხლისთვის.
და მე მზად არ ვარ რომ გავიზარდო.

ღმერთო, გთხოვ
ნუ მიგზავნი ყოველ დღე მლოცველებს,
ნუ მიგზავნი ფანატიკოსებს,
ნუ მიგზავნი მღვდლებს,
ნუ ცდილობ ჩემს შემორიგებას,
მე შენთან არ მიომია.
ნუ მაიძულებ თაყვანი ვცე იმას,
რაზეც გაგაკრეს.
შენ ჩემი ცოდვებისთვის არავის უწამებიხარ,
შენ შენი სიმართლისთვის გაგაკრეს ჯვარზე.
მე არაფერ შუაში ვარ.
და ნუ მიდგენ წესებს როგორ ვიცხოვრო.
მე დადგენილი წესები მაიძულებენ რომ დავარღვიო ისინი.
ნუ მაიძულებ…


როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .


რაც წლები გადის ახალიწელი ერთმანეთს ემსაგავსება თბილისში. არაფერი სიახლე არ შემოდის. რაღაც გამყინვარებაა 'აზროვნებაში' სიახლე და კრეატიი აკლია ყოველ ახალწელს.


ბოლო პერიდში საქართველოში მომხდარმა მოვლენებმა ძალიან დამაფიქრა. ჯერ იყო და ასწლეულობის განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები რელიგიური ნიშნით ეჭვქვეშ დადგა. პრადად მე ექსტრემოზმისაკნ მიდრეკილება დავინახაე სოფელ ჭელაში მუსულმანების დევის და თავისუფლების მოედანზე ებრელების დევნის ფაქტი. თანაც ვინც იქ იყო, არც იცოდნენ ხანუკუ, ბიბლიური დღესასწაული და მართმადიდებობა მას აღიარებს. ევროპასთან გაერთიაენება, თუნდაც დაახლოება შეუძლებელია ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევაში. დრევანდელი მოსახლეობის ნახევარი ექსტრემიზმის მომხრეა და მინიმუმ 10 წელი არავინ ევროკავშირში არ შეგვიშვებს!!!!


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut