Właściciel bloga: vat100

vat100
28, Tbilisi, Gruzja

??

___შენ ხარ? შემოდი, ზუსტად ახლა ვალაგებდი ცხოვრებას. იყავი, არ წახვიდე, ხელს არ შემიშლი. 

___ეს... კისერზე? არაფერია, პატარა დაბრკოლებას წამოვკარი ფეხი და... მოვიტეხე, მითხრეს მალე მოგირჩებაო, ჯერ პატარა ხარ და საშიში არააო. მეტის ღირსი ვარ, სიარულისას წინ არასოდეს ვიხედები, არადა ჩვენთან ასე არავინ დადის...  

___მოდი, აი ამ პატარა გაუგებრობაზე ჩამოჯექი, მეც ახლავე მოვრჩები, თაროზე შემოწყობილი რამოდენიმე დამტვერილი მოგონებაღა დამრჩა გასაწმენდი, სკივრში ჩალაგებულ ფიქრებსაც გავამზეურებ და ეგაა. მანამდე შეგიძლია მაგიდაზე მოფენილი თავსატეხებით შეიქციო თავი, ამასწინად ერთ–ერთის ამოხსნა მეც დავიწყე თუმცა ნერვები აღარ მეყო და... ჯერ რა უჭირს, პატარები და ადვილებია, თუმცა რომ გართულდებიან და გაიბერებიან, მერე რა უნდა ვქნა ჯერ არ ვიცი. ჰო, ეს პრობლემები ძირს გადმოყარე, მაინც გადასაყრელია და ბარემ ერთად გავიტან.

___ხომ არ გცივა? მეც რას გეკითხები, შეგცივდება, აბა რა, რამდენი ხანია მზეც აღარ ამოსულა ჩვენთან. ბუხარში კიდევ უნდა იყოს იმედის პატარა ნაპერწკალი. ცოტა გრძნობებს მივუმატებ და ცეცხლს დავანთებ ახლავე. მთავარია რწმენა ვიპოვო.სადღაც აქვე მქონდა, სულ ფეხებში მედებოდა და რომ მჭირდება ახლა ვეღარ ვოპოულობ, არადა, იმდენი ხანია ეს ნაპერწკალი აღარ გამიღვივებია, აღარც აინთება რწმენის გარეშე. მოდი, დედაჩემის სიყვარულს მოგასხამ, იცი როგორი თბილია? თან თავისი ხელით მომიქსოვა, ნახე როგორ გაგათბობს. რომ შემეძლოს რაიმეთი გაგიმასპინძლდებოდი, თუმცა უკანასკნელი ობმოდებული სურვილებისაგან ახლახან გამოვათავისუფლე განჯინა.

___ვაი!.. თითი გავიჭერი. ეტყობა ისევ იმ ამოტეხილ სასოწარკვეთილებას გამოვდე, მერამდენედ უნდა მომივიდეს ასე?არადა სულ მავიწყდება რომ ფრთხილად უნდა ვიყო. მაგიდაზე შვების პატარა ნაჭერი უნდა იდოს და თუ არ შეწუხდები მომაწოდე რა, თითს გადავიხვევ. უი, ფრთხილად... არაუშავს. აქ ისეა ყველაფერი მიყრილმოყრილი... მიკვირს, აქამდე რომ არაფერს დაეჯახე. ისე ეს ჩემი სანუკვარი ოცნება იყო, ნამსხვრევებს მაინც შევინახავ,იქნებ ოდესმე შევძლო მისი შეკეთება... კარგი…


26.09.2018

ისევ ეს არეული სიზმარი ..ისევ არ მესმის რა ხდება .. თითქოს ყველაფერი ლაგდება ,ეს სიზმარი კი ქარიშხალივით გამოჩნდება და ყველაფერს თავდაყირა აყენებს,ისევ ხალხში ვახელ თვალს და ვერ გამიგია რა ხდება.ხალხი გაუჩერებლად უემოციოდ,ტემპის შეუცვლელად ჩემსკენ მოემართება.ამ ბრბოს მიღმა უმშვენიერესი არსებააა.ოქროსფერი თხელი თმებით,რომელიც მხრებს ნაზად ეხახუნება,აპრეხილი წამწამები რომელიც თითქოს ზეცაში მირბის,ნაცრისფერი ცივი თვალები რომელიც სულს მიყინავს სუნთქვას მიჩერებს...ვცდილობ მოგიახლოვდე მაგრამ ყოველი ნაბიჯი უფრო მაშორებს მის თავს.ბოლოს გკარგავ .მუხლებზე ვეცემი და ყვირილს ვიწყებ...გაღვიძებულს შენი სახე აღარ მახსოვს.. ეს სიზმარი იმდენად ცხადია რომ ტკივილს ვგრძნობ...დროდადრო ეს სიზმარი იძინებს და მეც ძილის საშვალებას მაძლევს..მაგრამ უეცრად უმიზეზოდ მშიერი ნადირივით გამოცოცხლდება და ჩემით იკვებება.ჩემნაირი უდარდელი ბიჭის გატეხვაც…


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut