Właściciel bloga: giorgi

giorgi
28, Tbilisi, Gruzja

იანვარში ალბათ უფრო აცივდება,
თოვლიც მოვა, მერე ქარი გაჰყრის ღრუბლებს.
შენი გრძნობა ვიცი უგრო გაცივდება,
მონატრებას ჩემი გული ვერ გაუძლებს.

ამტკივდება მე სხეულზე მეტად გული,
და ფიქრებით შენ არსებას შევეხები.
არ გჭირდები როგორც წრფელი სიყვარული,
ახლოს დგახარ მაგრამ მაინც ვერ გეხები.

თებერვალში სუფსარქისი დაიწყება,
იბობოქრებს როგორც ჩემი ფანტაზია.
შენზე ფიქრში უძილობა დაიწყება,
მაგრამ ფიქრში ყველაფერი ლამაზია.

მერე მოვა გაზაფხული მწვანე ფერით,
მარტიც ალბათ როგორც ადრე გაგიჟდება.
მე კი ვიცი გრძნობით ავალ უფრო ზევით.
შენ ვერ ხვდები უშენობა რად მიჟდება.

გადაივლის აპრილიც და მაისის თვეც,
უშენობა წლებს მომაკლებს სიცოცხლისას.
სიყვარულმა ეს იცისო ბრძენებმა თქვეს.
და ის დამწვავას მე როგრც მზე ზაფხულისა.

შემოდგომაც მოვა თავის ფოთოლცვენით,
ააჭრელებს არემარეს ხავერდოვნად.
ლექსებს დავწერ უიმედო ცრემლისდენით,
და მუზების მე შენ გაქცევ კვლავ დედოფლად.

შემოდგომას კვლავ ზამთარი გადაფარავს,
თავის ფიფქებს გადმოაფრქვევს…


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut