Właściciel bloga: varvara

varvara
43, Tbilisi, Gruzja

29.09.2015

შეხედე, ცაა ძალიან ლურჯი,

ძალიან ლურჯი, დაუსაბამო...

ცას შერევია თეთრი ღრუბელი,

ცამ ხვაშიადი რატომ დამალოს?

ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,

ჩამოვფრინდები, იასამანო!

მივესალმები შენს ცინცხალ ყვავილს,

ცას სამადლობელს შევწირავ მხოლოდ,

გულს ეუფლება უსაზღვროება,

როგორც ამ ლურჯ ცას არა აქვს ბოლი...

ყვავილი შენი ქარში ირწევა,

თეთრი ღრუბლები ტაატით დიან...

ნუ შეშფოთდები,ღრუბლებს თუ გავყვე,_

მინდა, ველურმა ქარებმა მდიონ!

შეხედე ცაა ძალიან ლურჯი,

ძალიან ლურჯი დაუსაბამო...

ცას შერევია თეთრი ღრუბელი,

მე... ხვაშიადი რატომ დავმალო?

ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,

ჩამოვფრინდები, იასამანო!


თებერვლის ცივი ქარიანი წვიმის შემდეგ ქარი კვლავაც ჰქრის. საღამო ხანს სველ ბინდში, რბილად გადაგლუებული გორაკის ფერდობს ნელ-ნელა ასდევს ბალანჩამოძენძილი გამხდარი მელა. წავა ჩრდილივით უხმოდ გაჰყვება ჩაშავებულ ძაძვებსა და ურო ბალახის ბღუჯებს შორის. შეჩერდება, აზუზული მოხედავს ქარსა და ჰორიზონტზე დახვავებულ, ამღერებულ ღრუბლებს, უწადინოდ დააღებს პირს და ამოიხავლებს:

-ბჰა!

წავა, ქარი წააგვერდელებს, გაძვრება ძეძვებს შორის, ისევ შეჩერდება, ისევ მოიხედავს და ამოიხავლებს საბრალობლად:

-ბჰა!..ბჰა!

კაცი და ქალი ერთმანეთს მიჰკვრიან და სუნთქვაშეკრულნი უყურებენ.

კაცმა თქვა:

-შია.

-ოჰ, რას ამბობ! -უკმაყოფილოა ქალი, -მარტოა და გუნება სტკივა.

თებერვლის ცივი, ქარიანი წვიმის შემდგ ქარი კვლავაც ჰქრის. საღამო ხანს

რ.ინანიშვილი


მოქანდაკეს დიდი ხნის უნახავი სიყრმისა მისის მეგობარი ვინმე მხატვარი ეწვია.

ინახით მსხდარი მეგობრები სამხრობამდის საუბრობდნენ ღვინისა, სიყვარულისა და მეგობრობისათვის.

მეგობრისა თვისის სისხლოვით გახარებული მხატვარი ენამჭევრობდა ფრიად, არწმუნებდა მოქანდაკეს „მეგობრობა ქალის სიყვარულსა და ღვინოზედაც უფრო დიდი და სანუკველი რამ არისო“. თასი თასზე იცლებოდა. მეგობრობის მრავალჟამიერი წარმოითქვა მრავალგზისი. „მე კი მგონია, უბნობდა მოქანდაკე, ღვინო უფრო ძალუმია, ვიდრე მეგობრობა და თუნდაც ქალი. შენ რომ ჩემ ხასას მთვრალი გადააწყდე მარტომყოფს, მეგობრობას უთუოდ ქალში გაგაცვლევინებს ღვინო“.

მრავალი სიტყვა ითქვა, უფრო მეტი ღვინო შეისვა, მეთხუტმეტე თასზე ორივეს დასძინებოდა.

შებინდებულზე მხატვარს გამოეღვიძა. მიმოიხედა; მოქანდაკე აღარსად იყო. ადგა, ჩამობნელებულ დარბაზს თვალი მოავლო. ბუხრისპირად მშვენიერი ასული იჯდა გულზეხელდაკრეფილი. მდუმარედ…


სიკვდილი არა არის - რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.

მე ისევ მე ვარ. შენ ისევ შენ ხარ, რაც ვიყავით ერთმანეთისთვის იგივენი ვართ სუკუნოდ.
ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი. ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს. გაიცინე რაზეც გეცინებოდა. ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე. ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმებოდა ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა. იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა, რად გგონივარ შენ ფიქრთა მიღმა? იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ? მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ, ხომ ხედავ ყველაფერი კარგად არის.....
ნუ ტირი, თუ…


ასკილი, მოცხარი, მოცვი...
გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს... ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...
მივდივართ, მივდივართ, ცივი,
სექტემბრის ქარები ქრიან...
სველ გზაზე წაბლის და იფნის
და მუხის ფოთლები ყრია...
მოვედით სამადლოს ხევთან...
ნისლებში დანთქმულა ისიც...
მე მინდა... სულ ვიყო შენთან,
როგორც ეს მთები და ნისლი!
ასკილი, მოცხარი, მოცვი...
გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს, ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...


https://www.youtube.com/watch?v=p4m_44SVR70


ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა.უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.
-
იცოდი თნება ჩემი?
-
ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება; ზეპირად ვიცი საგალობელნი და ლოცვები, - მოახსენა ერთმა.
მეორე სდუმდა.
-
შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
-
არ ვიცი, არ წამიკითხავს.
-
შეასრულეთ ნება ჩემი? - იკითხა კიდევ უფალმა.
-
გზითა მართლითა ვიდოდი; საპყართა განვიკითხავდი; მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი; შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, - მიუგო პირველმა.
მეორე სდუმდა.
-
შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
-
არ მახსოვს, უფალო, დამგონია, არცყოფილა ასეთი რამ.
-
შეასრულე ათი მცნება? - განაგრძო…


28.01.2015

„შეხედავ კაცს — მოგეწონება, გაიცნობ — მოგეწონება, დაგელაპარაკება — მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ — უიმე, მტრისას…

შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და… პირიქითაცაა.
შეხედავ — აგბურძგლავს, გაიცნობ — დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს — დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და… არც ისე ცუდი კაცია.
და მერე სულ ერთია — არაა ცუდი.
მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ — კარგია, გაიხედავ — ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ — ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ — მაინც ცუდი… წარმოგიდგენია? — ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც…“


-რაღაც უნდა გითხრა კონჩენტინა.

-რომელი ყოფილხართ კალაბრიაში? ...

-მე არა..

კალაბრიაში კლდოვანი ძალიან ძნელად, უძნელესად დასამუშავებელი მიწაა. რკინის მძიმე, წვეტიანი ლომი უნდა ურტყა, თუ დამუშავებას გადაწყვეტ. ყოველი გოჯი ეს, წამებაა. შენ კი კონჩენტინა... შენს თავს რომ ვაკვირდები, მიუხედავად აფუებული ვარცხნილობისა, მაინც ვხედავ შიგნით რა ხდება.

-რა?

-შენ ნაზი ტვინი გაქვს, აქა-იქ ნაოჭებით მკრთალად გადახაზული, მაგრამ შენი თოთო ტვინი გაცილებით ძნელად დასამუშავებელია, ვიდრე კალაბრიის მიწა. ერთი ბეწო რამე ადამიანური რომ შეგაგნებინო რკინის ლომიც კი არ მიშველის. რკინა, რომ ჩაგცხონ ღმერთმადაგიფაროსდა.. გულწასული მიხვდები რამეს?..

არადა ლაპარაკი თქვენ არ გასმით.

არც დარიგება,

ადამიანებში ხომ ვერ ერკვევით და ვერ ერკვევით და სხვა რა გიყო,…


ნუ იფიცებ,
ნუ ამაყობ,
მე შენს თვალებს დაღლას ვატყობ.
და შენს ბაგეს,
გაუშლელი ვარდისფერი კვლავ რომ ადევს,
ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს.
ნათლად ვხედავ,
შენს თვალებში უტყვი სევდა ახავერდდა,
ნუღარ მალავ,
აღარა გაქვს მოლოდინის ძველი ძალა
და ჩამქრალა
საბოლოოდ ის იმედი,
დღეს რომ ენთო კიდევ მკრთალად.
ნუ იცინი,
ნუ იკავებ მომდგარ ცრემლებს,
ნუღარ ცდილობ ჩემს დანდობას,
ნუ უარყოფ განშორების წინათგრძნობას.
ნუ იფიცებ,
გამძლეობით ნუ ამაყობ,
მე შენს ბაგეს,
ჯერ კიდევ რომ ჩემი კოცნის ფერი ადევს,
ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს.


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut